მწვავე დაპირისპირება გიორგი გასვიანსა და ნიკა გვარამიას შორის – „გავიგეთ, რომ „მთავარი“ არხის მთავარი ნიკა ხარ…“

0
2270

„სიცრუის დეტექტორის“ წამყვანი, გიორგი გასვიანი „მხოლოდ ქართულის“ გუშინდელ ტურს ეხმიანება, სადაც ნიკა გვარამიამ ნუცა თოფურიას გადასარჩენად ვეტო გამოიყენა და მას კონკურსში მონაწილეობის გაგრძელების საშუალებას მისცემს.

გიორგი გასვიანმა დაწერა, რომ იმავეს გამოყენება შეეძლო არხს ახალი წლის ღამეს, როდესაც მსახიობი, გიორგი ცხადაძე უსამართლოდ გააგდეს.

გთავაზობთ ტელეწამყვანის სტატუსს:

„ახალი წლის ღამეს კაცი კომპოზიტორების ტური იყო და რატომ არ დაიდო ვეტო ახალ წელს? ძალიან მაგარი ფერი დააკლდა კონკურსს იმ ღამეს და მსახიობის პროფესიის აგდება არ იყო მთლად კომპეტენტური მთელი ოთხი ეთერი“.

გიორგი გასვიანის ამ მოსაზრებას ნიკა გვარამია გამოეხმაურა და მასა და გიორგი გასვიანს შორის მწვავე დიალოგი შედგა:

„საკუთარ არხს და გადაცემას მიხედე, გიორგი. შენი საქმე არაა, რ2 როდის გამოიყენებს ვეტოს. და არც სხვა ვინმესი. ფერი დავკარგეთ თუ ცისარტყელა, შენ რა იცი? ერთხელ გნახეს კონკურსზე და იმის მერე „ცეკვავენ ვარსკვლავების“ უფასო რეკლამად გადაგაქციეს დასჯილი :)) სად ნახე ფერი, რ2-ს როდისღა უყურე, შენ ხომ ცეკვავენ-ს უყურებდი ყველა ტურზე? თუ ატყუებდი დამსაქმებელს და ჩვენ გვიყურებდი ჩუმად?  მოკლედ, საქმეს მიხედე. ჩვენ გავერკვევით როგორმე ჩვენს საქმეში ნაძეჟდას წამყვანების და ზოგადად ნაძეჟდას ესთეტიკის ხალხის გარეშე“

გიორგი გასვიანი:

Nika Gvaramia “ცეკვავენ ვარსკვლავების რეკლამად რომ გადამაქციეს” – ისე იხარე შენ.

ჩემი მეგობარია ცხადო და აქ „რუსთავი 2“ და „იმედი“ არაფერ შუაშია ახლა. საუბარია ჩვენი თეატრის მსახიობზე! დაანებე “ნადეჟდა” და “ცრუსთავს” თავი. მაგ თემის გამო არ ვწერ! უსამართლო იყო რაც მოხდა და კრიტიკა როგორმე პროფესიონალმა გუნდმა უნდა აიტანოს. ჩვენ მსახიობის კრიტიკას და აბუჩად აგდებას ვიტანდით და ბოლოს ახალი წლის ღამეს გააგდეს უსაფუძვლოდ!

და მეორე – ძალიან თავისუფლად ვგრძნობ თავს „იმედზე“ და დასჯილი ბუნებისგან ვინც არის, ნებისმიერმა საღად მოაზროვნემ იცის კარგად…“

ნიკა გვარამია:

„მით უმეტეს, თუ შენი მეგობარია. შენი ნეპოტისტური რჩევები საერთოდ უინტერესოა. ვეტო უსამართლო ვერ იქნება. ის არ გამოიყენება მაყურებლის შეხედულებისამებრ და არხის სუბიექტური გადაწყვეტილებაა. მაყურებელს აქვს თავისი აზრის გამოხატვის საშუალება და მაგ მაყურებელმა გაიყვანა ბოლოზე ცხადაძე.

ბუნებისგან დასჯილი საერთოდ რას ნიშნავს და რა გაქვს მხედველობაში?“

გიორგი გასვიანი:

„სამართლიანობა არის ბუნებისგან დასჯილი ჩვენს რეალობაში და ეს უკვე ყველგან ვლინდება:)) რეზო ესაძის „ნეილონის ნაძვის ხეში” ვცხოვრობთ :))) ახლა ვუყურებდი, არც ისე რეიტინგულ არხზე გადიოდა, და ამ დროს შენი კომენტარი მომეწია.  ისე განათლებული კაცი ხარ და რად გინდა ასეთი ბავშვური რეაქციები ნებისმიერ განსხვავებულ აზრზე, არ მესმის?… გავიგეთ, რომ “მთავარი” არხის მთავარი ნიკა ხარ, მაგრამ ჩვენც გვაქვს უფლება, გამოვთქვათ აზრი, როცა ჩვენი მეგობრები მონაწილეობენ კონკურსებში. ეს თავდაცვა თავდასხმაზე უარესი ნამეტანი კოლხური პათეტიკაა და რადგან მეც მაქვს ეგ სისხლი, ნახევრად ამიტომ მესმის შენი“.

ნიკა გვარამია:

„როგორც შენ გაქვს აზრის თავისუფლად გამოთქმის უფლება, ისე მე მაქვს მაგ აზრზე პასუხის გაცემის თავისუფლება. ცუდია, თუ ამდენი არ გესმის გიორგი. ტელეწამყვანისგან მთლად უცნაურია ამის მოსმენა“.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here