ოთო ნემსაძე “ოქროს ტალღის“ დაჯილდოვებაზე შეყვარებულთან ერთად გამოჩნდა

0
275

“ოქროს ტალღა 2015“-ის დაჯილდოების ცერემონიაზე, რომელიც კლუბ “ოტიუმში“ გაიმართა, უამრავი ცნობილი სახე დაესწრო. ერთ-ერთი ოთო ნემსაძე გახლდათ, რომელიც შეყვარებულთან, სოფო მეძმარიაშვილთან ერთად მივიდა.

წყვილს თითქმის ერთი წელია რომანი აქვთ, მაგრამ როგორც ჩანს დაოჯახებას ჯერაც კი არ აპირებენ. შეგახსენებთ, რომ ოთო ნემსაძე პირველ ცოლს, თათა კუპრავას გაშორებულია. თათაზე 2014 წლის ივლისში იქორწინა.

როგორც მოგეხსენებათ ოთო ნემსაძემ წლის საუკეთესო მომღერალ მამაკაცად დასახელდა. მოგვიანებით მომღერალმა სოციალურ ქსელშიც გაასაჯაროვა სასიამოვნო სიახლე და საზოგადოებას ამცნობა: “ძალიან ამაყი და ბედნიერი ვარ, არც კი ვიცი საიდან დავიწყო. პირველ რიგში წლის მამაკაცი შემსრულებლის სტატუსი უფრო მეტ ენერგიას მმატებს ბევრი ახალი მუსიკის გასაკეთებლად. მადლობა ორგანიზატორებს ამ ძალიან მაგარი ივენთისთვის ეს დიდი სტიმულია ჩვენთვის. მადლობა ჩემს მეგობრებს და ოჯახს ყოველთვის ჩემს გვერდში ყოფნისთვის და ყველაზე დიდი მადლობა თქვენ ჩემო ერთგულო მსმენელო ეს თქვენი ჯილდოა და თქვენი დამსახურებაა

მადლობა ყველაფერისთვის

მუდამ თქვენი ოთარა.“

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here