მოცეკვავე ოთო ფოლადაშვილი დიდი ხანია საზოგადოებაში აღარ გამოჩენილა. სულ ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, დროებით ცეკვაზე უარის თქმა მოუწია. მას მხედველობის პრობლემები ჰქონდა. როგორც ჩანს ახლა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა.
“თვალზე მქონდა მხედველობის პრობლემები. უკვე გავიკეთე ლაზერული ოპერაცია და ახლა ყველაფერი კარგად არის“ – განუცხადა ოთომ “მიუზიკ ბოქსს“.