Orlando Bloom-მა მოდელებით გატაცება ვერ მოიშალა, ჯერ იყო და Miranda Kerr-ით მოიხიბლა, გოგონა ცოლად მოიყვანა, მამა გახდა და განქორწინების სიმწარეც იგემა, ახლა კი მის ცხოვრებაში კიდევ ერთი მანეკენი გამოჩნდა – მისი სახელი და გვარი Luisa Moraes-ია. გოგონა ბოიფრენდზე 10 წლით უმცროსია. ლამაზმანი ფოტოგრაფიითაა გატაცებული და სხვათა შორის, ცდილობს ადგილი კინემატოგრაფიაშიც დაიმკვიდროს – მან ხომ ეპიზოდური როლი ისეთ ვარსკალვებთან ერთად შეასრულა 2015 წლის გახმაურებულ პროექტში “Solace”-ში, როგორებიც Anthony Hopkins-ი და Colin Firth-ი არიან. თუმცა, სამსახიობო საქმიანობის გამო მისით ჯერ არავინ დაინტერესებულა, როგორც ჩანს, მედიას ის უფო ადარდებს, ვის გვერდით ატარებს ღამეებს ბრაზილიელი ლამამზანი – ამ შემთხვევაში კი “კარიბის ზღვის მეკობრეების“ ვარსკვლავს, Orlando Bloom-ს გაუმართლა.
Orlando და Luisa ურთიერთობის დამალავას არც აპირებენ – თვითმხილველები წყვილს ხშირად ხედავენ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, მაგალთად ცოტა ხნის წინ წყვილმა გადაწყვიტა, იაპონურ რესტორანში ევახშმა, ისინი სუშის მიირთმევდნენ, კოქტეილებსა და საკეს აყოლებდნენ, არც გარშემო თავმოყრილ დაინტერესებულ პირებს აქცევდნენ ყურადღებას და კოცნასაც არ ერიდებოდნენ, წყვილი რესტორნიდან ჩახუტებული გამოვიდა.
ბოლო პერიოდში Orlando-ს სახელი ძირითადად ყოფილი ცოლის კონტექსტში ჟღერდა – ჰოლივუდის ულამაზესი წყვილი 2013 წელს დაშორდა. მათ საერთო შვილი, Flynn-ი ჰყავთ, მიუხედავად ცოლთან გაყრისა, Orlando-სა და Miranda-ს შერიგებაზე პრესა აქტიურად საუბრობდა და იმასაც კი ამტკიცებდა, რომ Bloom-მა Justin Bieber-ი კინაღამ იმის გამო სცემა, რომ ის Kerr-ის გულის მოგებას ცდილობდა. მოგვიანებით, Orlando-მ განაცხადა, რომ მასსა და Bieber-ს შორის ურთიეთპატივისცემის, მეგობრობისა და საერთო აგენტის გარდა საერთო არაფერია. სხვათა შორის, ცოტა ხნის წინ Bloom-ის სახელი კიდევ ერთ ლამაზმანს, Margot Robbie-ს დაუკავშირდა, თუმცა, მათი სასიყვარულო ურთერთობა არ დადასტურებულა, ახლა კი სრულიად მოულოდნელად მსახიობის ცხოვრებაში ულამაზესი Luisa Moraes-ი გამოჩნდა…