Ben Affleck-ი და Jennifer Garner-ი დაშორდნენ

0
32

Ben Affleck-ი და Jennifer Garner-ი რომ დაშორდნენ, ამაზე ამერიკული პრესა ჯერ კიდვე რამდენიმე თვის წინ წერდა. მაშინ ოჯახი ჯერ კიდევ მძიმე გადაწყვეტილების მიღების პროცესში იყო, სწორედ ამიტომ, განცხადების გაკეთება არც კი უფიქრიათ.

თუმცა, მათი საქციელები სიტყვებზე ბევრად უკეთ მეტყველებდა – Ben-მა ხელიდან საქორწინო ბეჭედი მოიხსნა, მეუღლის დაბადების დღეზე თვალს ვერსად მოჰკრავდით, გარდა ამისა, წყვილი, რომელიც ერთ დროს, ყველა დაჯილდოებაზე წითელი ხალიჩის ყველაზე მოღიმარ და ბედნიერ ცოლ-ქმრად ითვლებოდა, თვალთახედვის არიდან გაქრა. მოკლედ, ამჯერად ტაბლოიდებმა გაარტყეს – Garner-ი და Affleck-ი მართლაც დაშორდნენ და ცოტა ხნის წინ ოფიციალური განცხადებაც გაავრცელეს.

“დიდხნიანი მსჯელობისა და ფიქრის შემდეგ, გადავწყვიტეთ, რომ გაყრა ჯობია“ – წერია წყვილის განცხადებაში და როგორც მათი წარმომადგენლები ამბობენ, ესაა ბოლო ერთობლივი მიმართვა საზოგოდების მიმართ, ისინი აღარ აპირებენ ოჯახურ ცხოვრებაზე ისაუბრონ, ათწლიანი ცოლ-ქმრობისა და ქვეყნად მოვლენილი სამი საერთო შვილის შემდეგ, წვყილმა მძიმე გადაწყვეტილება მიიღო, ამჟამად Jennifer-ი და Ben-ი ქონების გაყოფაზე და ბავშვებზე მეურვეობის განაწილებაზე მსჯელობენ, როგორც ამბობენ, წყვილი ცდილობს მეგობრული ურთიერთობა შეინარჩუნოს და არც სასამართლოში აპირება აყალ-მაყალის ატეხვას.

Jennifer Garner-მა და Ben Affleck-მა ერთმანეთი 2000-იანი წლების დასაწყისში გაიცნეს, ისინი ერთად მუშაობდნენ ფილმზე “პერლ ჰარბორი“, მოგვიანებით კი “დეარდევილი“. წყვილმა სასიყვარულო ურთიერთობა 2004 წელს წამოიწყო. მათ 2005 წელს დახურულ წვეულებაზე მისცეს რომანს ოფიციალური სახე…