ნუკი კოშკელიშვილს ფოტოსესიებში მონაწილეობა არასდროს ეზარება, მის ალბომში თამამი ფოტოსესიის ბევრი კადრია, რომლებსაც კიდევ მიამატა რამდენიმე. ახლახან „ინსტაგრამის“ გვერდზე საცვლებში გადაღებული ფოტოები გამოფინა და შეფასებებმაც არ დააყოვნა. ტელეწამყვანს დაუწერეს, რომ ის „მაგარი ნაშაა“. ფოტოების ერთ-ერთი დამთვალიერებლის შეფასებით, ნუკის აქვს „ბუნებრივი სილამაზე ყოველგვარი პლასტიკური ქირურგიის გარეშე“.
ფოტოებზე ნუკიმ მეუღლე მონიშნა და აღნიშნა – „მიყვარხარ, ჩემო ბიჭო…“ შეგახსენებთ, ნუკი აშშ-ში ცხოვრობს მეუღლესთან, ბენჯი ჩეიმთან ერთად და პერიოდულად საქართველოს სტუმრობს ხოლმე.