20.8 C
Tbilisi
Monday, September 19, 2022

სად დაიწყეს მუშაობა პრეზიდენტის ქალიშვილმა და მისმა მეუღლემ?

ანა მარგველაშვილის და გიგი ჩიჩუას ქორწინება, ორ წელს ითვლის. მათ რამდენიმე თვის წინ, ქალიშვილი ანასტასია შეეძინათ, რომელსაც ანას დედის სახელი დაარქვეს. ანა და გიგი ყურადღებიანი მშობლები არიან, თავიანთი სიყვარულის ისტორიის შესახებ, წყვილმა “მიუზიკ ბოქსთან” ისაუბრა:

– ანა, როგორ გაიცანით თქვენ და გიგიმ ერთმანეთი?

–  ერთმანეთი მეგობართან გავიცანით.  ასე დაიწყო ჩვენი ურთიერთობა… შემდეგ გიგიმ დამამატა სოციალურ ქსელში, მომწერა და ასე განვითარდა ჩვენი ურთიერთობა. უკვე ორი წელია ერთად ვხვდებით სიყვარულის დღეს, მაგრამ განსაკუთრებულად არ ავღნიშნავთ, უბრალოდ სიურპრიზებს ვუწყობთ ერთმანეთს.  მინდა, რომ ამ დღესთან დაკავშირებით, ნელ-ნელა შემოვიღოთ რაღაც ტრადიცია.

– ვინ გეხმარებათ პატარა ანასტასიას აღზრდაში?

– ჩვენ რადგან გიგის მშობლებთან ვცხოვრობთ, ყველაზე დიდ როლს ანასტასიას აღზრდაში, სწორედ ისინი თამაშობენ. ასევე არაჩვეულებრივი ძიძა გვყავს და ისიც გვეხმარება. ანასტასია წყნარია, თუმცა ასევე ძალიან ცელქი ბავშვია, ერთ ადგილზე ვერ ჩერდება, თუმცა მტირალა არ არის.

– ცნობილია, რომ ცოტა ხნის წინ მუშაობა დაიწყეთ…

– მუშაობა ცოტახნის წინ დავიწყე „ჯორჯია ივენთში“. სხვადასხვა ივენთებს ვაკეთებთ და ვცდილობ ყველაფერი კარგად გამომივიდეს.

– გიგი, თქვენ რატომ გადაწყვიტეთ მზარეულობა?

– ბავშვობიდან მომწონდა საჭმლის მომზადება, ოღონდ ჩემით მოგონება და გაკეთება მიზიდავდა. შემდეგ კულინარიის აკადემიაში მივედი, ვისწავლე და ჩემმა შეფ მზარეულმა დამხვეწა.

– რაც შეეხება მუსიკას…

– როცა ჩემთვის რამე საინტერესო ღონისძიებაა, ყველანაირად ვცდილობ თუ დრო მაქვს, მივდივარ და ვუკრავ.

 

Latest Posts

ბოლო სიახლეები