საჯარო სკოლაში, რომელშიც ნუცა მახვილაძე სწავლობდა, მისი სახელობის სამკითხველო დარბაზი გაიხსნა. ფოტო სოციალურ ქსელში, მაია ასათიანმა გააზიარა.
“გიორგი კეკელიძე, დიდი მადლობა. ნუცას სკოლაში მისი სახელობის სამკითხველო გაიხსნება!“ – წერს მაია ასათიანი სოციალურ ქსელში. მაიას 18 წლის ქალიშვილი, ნუცა მახვილაძე მენინგოკოკცემიის დიაგნოზით, რამდენიმე კვირის წინ დაიღუპა.