ნუცას სკოლაში მისი სახელობის სამკითხველო გაიხსნება

საჯარო სკოლაში, რომელშიც ნუცა მახვილაძე სწავლობდა, მისი სახელობის სამკითხველო დარბაზი გაიხსნა. ფოტო სოციალურ ქსელში, მაია ასათიანმა გააზიარა.

“გიორგი კეკელიძე, დიდი მადლობა. ნუცას სკოლაში მისი სახელობის სამკითხველო გაიხსნება!“ – წერს მაია ასათიანი სოციალურ ქსელში. მაიას 18 წლის ქალიშვილი, ნუცა მახვილაძე მენინგოკოკცემიის დიაგნოზით, რამდენიმე კვირის წინ დაიღუპა.

Scroll to Top