მსოფლიოში ცნობილი მეცო-სოპრანო ნინო სურგულაძე საზოგადოებას სპეციალური ვიდეოთი მიმართავს. როგორც იცით, მის მიერ დაარსებული ფონდი “ნატვრის ხე“, რომელიც მძიმე სენით დაავადებული პატარების გადასარჩენად იღწვის, 9 იანვარს, მსოფლიო ვარსკვლავების მონაწილეობით, გალაკონცერტს მართავს. საღამო ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში საღამოს ცხრა საათზე დაიწყება.
ნინოს სურვილია, ქველმოქმედებაში რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაერთოს. მიმართვაში ის სთხოვს საზოგადოებას, იაქტიურონ სოციალურ ქსელებშიც და საკუთარ გვერდებზე დაწერონ: #აუსრულენატვრა ბავშვებს, ფონდი “ნატვრის ხე“, ნომერი: 09 01 900 999
ე.წ. “ჰეშთაგის“ მიზანია, უფრო მეტმა ადამიანმა გაიგოს ფონდის საქმიანობის შესახებ და ჩაერთოს პატარების სიცოცხლის გადარჩენაში.
[fbvideo link=”https://www.facebook.com/DesireTree.natvrishe/videos/436325846568863/” width=”580″ height=”580″ onlyvideo=”1″]