22.8 C
Tbilisi
Sunday, November 20, 2022

“ბერა ვარ, შენი ქართველი ძმა“ – რეპერი ზაზა ფაჩულიას მხარდასაჭერ ვიდეოს ავრცელებს

“გილოცავთ შობა-ახალ წელს. მინდა, ერთი განსაკუთრებული თხოვნით მოგმართოთ. ჩვენს ქართველ ძმას, ზაზა ფაჩულიას აქვს რეალური შანსი, რომ მოხვდეს “All Star“-ში, რაც ყველა კალათბურთელის ოცნებაა და უდიდესი მიღწევა.

ახლა უკვე თითოეული ჩვენგანის გვერდში დგომა და აქტიურობა იქნება გადამწყვეტი. ძალიან გთხოვთ, არ დავიზაროთ, ჩვენ მრავალჯერ დაგვიმტკიცებია ყველასთვის, ერთად დგომით რამდენი შეგვიძლია და მჯერა, რომ ახლაც მივაღწევთ მიზანს. ზაზა, წარმატებებს გისურვებ, ბერა ვარ, შენი ქართველი ძმა“ – აღნიშნულ ვიდეომიმართვას ბერა ივანიშვილი თავის ოფიციალურ ფეისბუქის გვერდზე ავრცელებს კალათბურთელ ზაზა ფაჩულიას მხარდასაჭერად.

[fbvideo link=”https://www.facebook.com/beraofficial/videos/929073060504132/” width=”580″ height=”580″ onlyvideo=”1″]

Latest Posts

ბოლო სიახლეები