ექიმმა, ტელეწამყვანმა, ნინო ნადირაძემ 24 მარტს დაბადების დღე აღნიშნა. მან უამრავი თბილი სიტყვა და მილოცვა დაიმსახურა სოციალურ ქსელში და მის მიღმაც, რასაკვირველია.
ნინომ მოგვიანებით ყველას მადლობა გადაუხადა მილოცვებისთვის და დაწერა:
„მივმართავ ყველა 20-30-40 და ა.შ. ასაკის გოგოებს, იცოდეთ, ყველაფერი კარგი ჯერ წინ გაქვთ და აზრზეც არ ხართ!❤ მეც არ ვიყავი, სანამ არ გავხდი 48-ის. მადლობა ყველას, ვინც არ დაიზარა მოლოცვა და უზომოდ გამაბედნიერა“.