ვერიკო ტურაშვილი: „არავინ თქვას, რომ ჩვენს ქვეყანაში სამსახური არ არის…“

0
773

ვერიკო ტურაშვილი ჟურნალ „გზასთან“ საუბრობს და აღნიშნავს, რომ საქმის კეთება არასდროს ეზარება და დღეში რამდენიმე ბიზნესგეგმის მოფიქრებაც შეუძლია. მისი თქმით, „ჩვენი საქმე თავად უნდა ვაშენოთ, გირჩევთ, ვინმეს წასვლა-მოსვლას ნუ დაელოდებით…“

ვერიკო ინტერვიუში ამბობს:

„არც საბანკო სესხის აღების მეშინია, არც პროექტის დაწერისა და წარდგენის… შეიძლება, ჩემმა ცხოვრებისეულმა გამოცდილებამ მიმიყვანა იქამდე, რომ არაფრის ლოდინს არ ვაპირებ – ადამიანმა ყველაფერი დღეს უნდა გააკეთო, რადგან არასტაბილურ გარემოში საქმის გადადება თუ ერთი თვით ადრე დაგეგმვა არ ღირს. ცხადია, ისეთ ბიზნესებს არ განვიხილავ, რომელიც მინიმალურ რისკს უკავშირდება. ბევრი რაღაც უნდა მოსინჯო, იფიქრო… 10-დან 2 საქმე მაინც გამოვა, უკვე წარმატებაა. მთავარია, რაღაცის კეთების სურვილი გქონდეს. არავინ თქვას, რომ ჩვენს ქვეყანაში სამსახური არ არის. კი, რა თქმა უნდა, რთული სოციალურ-ეკონომიკური გარემოა, მაგრამ რომ იცოდე, ყველა სფეროში პროფესიონალი კადრების მოძიება ჭირს…“

ფოტო: აკო ფურცხვანიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here