“ცეკვავენ ვარსკვლავების” მეექვსზე სეზონის ფინალში უპრეცედენტო შემთხვევა მოხდა. ნახევარფინალისტი ჯანო იზორიაც პრიზების გარეშე არ დარჩენილა და ჟიურის ერთ-ერთმა წევრმა ნინო სუხიშვილმა ანსამბლ სუხიშვილების სახელით ჯანო იზორიას თბილისში ბინა გადასცა.
პროექტის დასრულების შემდეგ ყველაზე ბევრი პრიზი სწორედ ჯანოს ხვდა წილად, ბინის გარდა მას იბიცაზე დასვენების საგზურიც გადასცეს.