“ტრ..ში გაიკეთეთ ეს თქვენი “უცხოელი“ გამარჯვებულები“- მაია დარსმელიძე სკანდალურ პოსტს აქვეყნებს

0
61

“ის პოსტი ავიღე, უკეთესად უნდა დამეწერა. ტრაკში გაიკეთეთ ეს თქვენი “უცხოელი“ გამარჯვებულები, რომლებიც ჩამოგყავთ “გამარჯვებისთვის“ და საკუთარს იმ დონემდე არ უვლით, რომ საერთოდ არაფრის კეთება აღარ უნდება. ეხლა მომწონს.“ – მოცემულ სტატუსს სოციალურ ქსელში მაია დარსმელიძე აქვეყნებს.

როგორც მიხვდით, მუსიკოსი “ცეკვავენ ვარსკვლავების“ ფინალს და ზოგადად გამარჯვებულს გამოეხმაურა. როგორც გამოჩნდა თავად მაიაც იმ ადამიანების რიცხვს მიეკუთვნება, ვისაც არ სიამოვნებს  საკუთარ ქვეყანაში უცხოელის გამარჯვება. ზემოთ აღნიშნული ჩამოყვანა და გამარჯვებაც სწორედ  დამკვეთს, ტელეკომპანია “იმედს“ მიაწერა.

მუსიკოსის მიმართვას საზოგადოებისაგან საკმაოდ დიდი გამოხმაურება გამოიწვია და მათ კომენტარებსაც აჰყვა: “თავიდანვე არ მომეწონა ბონდარენკოს ჩამოყვანის აზრი. მის არც შემოქმედებას ვიცნობ და პიროვნულად საწინააღმდეგოც არაფერი მაქვს. მხოლოდ ამ პროექტზე არ არის საუბარი. გული მწყდება, როდესაც ასეთი “ვარსკვლავები“ ჩამოყავთ, დიდ ჰონორარს უხდიან და ამ დროს ჩვენები დაჩაგრულები და თითქოს შეგუებულიც არიან, რომ აზრი არ აქვს. წინასწარ იციან რომ ანტურაჟად მიიწვიეს.“

მაია დარსმელიძე “ახალი ხმაში“ ყოფნასაც გამოეხმაურა: “ჩემი ერთ ერთ პროექტში ანტურაჟად გადაქცევა უნდოდათ. ყურში უნდა ეკარნახათ, ვისზე უნდა დამეჭირა და ვისზე – არა. ყველაფერი უნდოდათ ის გამეკეთებინა, რაც ჩემს პრინციპებს და მორალს ეწინააღმდეგება. ძალიან დიდი დაპირისპირებები მქონდა. და ვუხსნიდი, რომ მე თუ დამიძახეს მე- მე ვიქნები და არა ვინმეს მარიონეტი. შემდეგ სეზონზე “შემცვალეს“ ქეთა თოფურიათი (რომლის საწინააღმდეგო ასევე არაფერი მაქვს) რომელსაც საოცარი ჰონორარები უხადეს… პროექტი როგორ დამთავრდა აღარ მომაყოლოთ – ყველამ გადასარებად ნახა.’’

პოსტს უამრავი უამრავი ადამიანი გამოეხმაურა, მათ შორის ერთ-ერთი წერს – “რამ გაგაბოროტა? შენ რომ სახლში ზიხარ?“, რაზეც მუსიკოსმა შემდეგნაირად უპასუხა – “ვზივარ თუ არა – ეს სხვა თემაა და მე უნდა ვიჯდე სახლში? როგორ ფიქრობთ? მართლა მაინტერესებს.“

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here