ნიკოლოზ რაჭველი 15 მაისს 40 წლის გახდა. მისმა მეგობრებმა, ნატო მეტონიძემ, ნინო ქათამაძემ, ეკა მამალაძემ, ანსამბლმა „შვიდკაცამ“, აჩიკო ნიჟარაძემ ეს დღე პირდაპირ სცენაზე მიულოცეს. რასაკვირველია, მაესტრო თავად უწევდა მომღერლებს აკომპანემენტს. სცენაზე დიდი მხიარულება სუფევდა. ბახვა ბრეგვაძემ კი ნიკოლოზ რაჭველს ტორტი მიართვა.