ნიკა გვარამია „საქართველოს ვარსკვლავს“ აკრიტიკებს. მისი არხის ყოფილი მთავარი პროდიუსერების, დემნა ჯაფარიძისა და გიორგი ხაბურზანიას პროექტი, რომელიც ამჟამად „პირველ არხზე“ გადის და „ევროვიზიისთვის“ ქართველ კონკურსანტს არჩევს, გვარამიას აზრით, „მხოლოდ ქართულის“ ჩინური ვერსიაა. გთავაზობთ „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის პოსტს ამ თემაზე:
„მხოლოდ ქართული” made in China სირცხვილი და თავის მოჭრა. “საქართველოს ვარსკვლავი” კი არა, “მხოლოდ ფანდური” უნდა ერქვას ამ სასტიკ სიბანძეს.
ერთი ამის ბიუჯეტი გამოვითხოვოთ Nodar Meladze გავიგოთ, რა გვიჯდება გადასახადის გადამხდელებს ეს 3%იანი კატასტროფა.
p.s. ან აქ რეკლამა ვის და რატომ მიაქვს, ამ ურეიტინგო ქაჯობაში?! ვერ დავიჯერებ, რომ თავისი ნებით ამაში ვინმე ფულს იხდის“.
ნიკა გვარამიას უპასუხა „ნოვა პროდაქშენის“ ამრკეტინგის სამსახურის უფროსმა, სალომე ლილუაშვილმა, რომელმაც ვრცელ სტატუსში განმარტა, რატომ არის წარმატებული „საქართველოს ვარსკვლავი“ და ნიკა გვარამიას ქვეყნის მთავარი გურმანი და მუსიკალური ექსპერტი უწოდა:
„ქვეყნის მთავარი გურმანისგან, მთავარი მუსიკალური ექსპერტისა და მთავარი არხის დირექტორისგან დიდი კომპლიმენტი მივიღე “საქართველოს ვარსკვლავის” გაყიდვებთან დაკავშირებით. ❤️
დიახ, “ნოვა ფროდაქშენზი” კომერციული კომპანიაა. დიახ, ყველა ჩვენი პროექტი, რომელსაც სხვადასხვა არხზე ვაკეთებდით და ვაკეთებთ, ყველაზე გაყიდვადია. ფინანსური შედეგები ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული- პროექტების ხარისხზე, ჩვენი კომპანიისადმი ნდობაზე და ბუნებრივია, ჩემს შესანიშნავ უნარებზეც. :))
დიახ, „პირველი არხისთვის“ ჩვენმა კომპანიამ პრეცედენტი შექმნა მოულოდნელად მაღალი გაყიდვების თვალსაზრისით და ამით ნამდვილად ვამაყობთ.
ვამაყობთ იმითაც, რომ პროექტების “რუსთავი2”-დან “იმედზე” გაკეთების შემდეგ, გადაცემებში ინტეგრირებული სარეკლამო მომსახურების ღირებულება შევინარჩუნეთ და დიდი კონკურენციისა და ჩაკეტილი სატელევიზიო სარეკლამო ბაზრის პირობებში, გაყიდვების რეკორდულად მაღალი შედეგი დავდეთ.
რაც ეხება დაკოპირებას. მთავარი ოთახი, ემოციებისა თუ რეპეტიციის ოთახი, ინტერნეტოთახი და სხვა სახის კონტენტში ინტეგრირებული მომსახურება – ეს შოუს კომერციალიზებული ელემენტებია, რომელიც 11 წლის განმავლობაში ჩვენი ჯგუფის მიერ იქმნებოდა და მკვიდრდებოდა. ბოლოს, იმდენად მაღალი იყო მოთხოვნა, რომ დავამატეთ სრულიად ახალი, სტუმრების ოთახი, რომელიც კომერციულად ასევე გამართლებული იყო. ჰოდა, გაყიდვებისა და ბრენდირების სქემა სრულად გადაკოპირებული და უცვლელად შენარჩუნებულია “მხოლოდ ქართულსა” და სხვა პროექტებში.
იგივე მოხდა „პირველ არხზეც“ – მაღალი დაკვეთის გამო კიდევ ერთი, “მუსიკალური ექსპერტების ოთახი” გაჩნდა. სულ მალე ახალ პროექტებს ვიწყებთ, ახალი კომერციული სქემებით.
რაც ეხება პარტნიორ კომპანიებს – ვწუხვარ, რომ პირადი ანგარიშსწორების გამო, რ2-ის დირექტორმა თქვენი კომპანიების რეპუტაციას ზიანი მიაყენა.
კიდევ ერთხელ მადლობა ნდობისა და თანამშრომლობისთვის“.