4.8 C
Tbilisi
Thursday, November 10, 2022

რატომ არ იძინებენ იავნანაზე თამრიკო ჭოხონელიძის შვილიშვილები და რაზე ოცნებობს მუსიკოსი

როდესაც თამრიკო ჭოხონელიძეზე ვიწყებთ საუბარს რთულია გვერდი ავუაროთ და მისი სახელის ხსენებაზე მის მიერ შესულებული “იავნანა” არ გავიხსენოთ. მრავალი წელი გავიდა, თუმცა მისმა “ნანამ” იმდენად მყარად შეაღწია ყველას ოჯახში, რომ თაობები აღზარდა. მრავალი წლის განმავლობაში მსმენელისთვის მუსიკოსმა არაერთი გენიალური სიმღერა შექმნა, ხალხის სიყვარულის დასტურად კი მისი სახელობის ვარსკვლავი უკვე რამდენიმე წელია, რაც თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ არსებობს. ახლა მისი ყოველდღიურობა სტუდიას დაუკავშირდა, სადაც ახალ პროექტებზე მუშაობს. პროექტები ქართველ გენიალურ კომპოზიტორებს ეხებათ, რომლებსაც სტუდიის ბავშვები უკეთ იცნობენ, მათი სიმღერების მღერა კი აღსაზრდელებისთვის უფრო მნიშვნელოვანი ხდება. ამ ეტაპისთვის რუსუდან სებისკვერაძის პროექტზე მუშაობენ.

Latest Posts

ბოლო სიახლეები