ზაფხული დასრულდა, ზოგმა მოახერხა დასვენება, ზოგს კი ამის ან საშუალება არ ჰქონდა ან დრო. რასაც ვერ ვიტყვით ცნობილ ადამიანებზე, ვინ სად გაატარა ზაფხულის არდადაგები ამას სტატიიდან შეიტყობთ.
ნინი ბადურაშვილი
ნინი ბადურაშვილმა ზაფხული მცხეთაში გაატარა, სადაც მის ოჯახს აგარაკი აქვს. პატარა ელენეს დაბადების დღეც ნინიმ წელს მცხეთაში გადაიხადა. მომღერალი ხშირად ჩადიოდა ბათუმში, ასევე ბაკურიანშიც იმყოფებოდა. ამჯერად კი მამასთან, ერეკლე ბადურაშვილთან ერთად თურქეთში ისვენებს.
თაკო ჩხეიძე
აქტიურად დაისვენა ქართველმა მოდელმა და სამოდელო სააგენტო “ჯეომოდელსის” ხელმძღვანელმა თაკო ჩხეიძემ. მან წლევანდელი ზაფხული შვილებთან და მეგობრებთან ერთად გაატარა. თაკომ წელს სვანეთში დაისვენა, შემდეგ კი თურქეთში გაემგზავრა. მეუღლესთან ერთად ის ბათუმშიც იმყოფებოდა, სადაც ჯაზ-ფესტივალს დაესწრო.
სალომე გოგიაშვილი
ტელეწამყვანმა სალომე გოგიაშვილმა ზაფხულში საფრანგეთში, კერძოდ ნიცაში დაისვენა. სალომე საფრანგეთში შვილებთან ერთად იმყოფებოდა. სწორედ მაშინ როცა ტელეწამყვანი ნიცაში ისვენებდა, საფრანგეთის საკურორტო ქალაქში შემზარავი ტერაქტი მოხდა. თუმცა ამის გამო მას დასვენება არ შეუწყვეტია.
ანუკი არეშიძე
იტალიაში დაისვენა დიზაინერმა და ენერგეტიკის მინისტრის, კახი კალაძის მეუღლემ ანუკი არეშიძემ. ანუკი მილანში შვილებთან ერთად იმყოფებოდა და თუ მის მიერ ინსტაგრამში გამოქვეყნებული ფოტოებით ვიმსჯელებთ, ფაქტია რომ დიზაინერმა იტალიაში კარგად დაისვენა. ანუკიმ საქართველოშიც მოახერხა დასვენება, კერძოდ ანანურში, სადაც ბავშვობაში ისვენებდა.
ნათია ფანჯიკიძე
ირაკლი ალასანიას მეუღლემ, ფსიქოლოგმა ნათია ფანჯიკიძემ ზაფხულის დასვენება რაჭაში გაატარა. ნათიას რაჭაში მამა პაპისეული სახლი აქვს და ყოველ ზაფხულს სწორედ ამ სახლში დადის დასასვენებლად. ამბობს, რომ რაჭაში ყოფნისას ენერგიით ივსება და სამუშაოს განახლებული ენერგიით ხვდება. ნათია ფანჯიკიძეს მისი სიბერე სწორედ რაჭაში წარმოუდგენია, რადგან ეს ადგილი ძალიან უყვარს.
ნინო გაჩეჩილაძე
სულ ცოტა ხნის დაბრუნდა საქართველოში მსახიობი ნინო გაჩეჩილაძე. “ჩემი ცოლის დაქალების” და მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი დასასვენებლად ინდოეთში იმყოფებოდა. ინდოეთში მყოფი მსახიობი თაყვანისმცემლებს ხშირად ანებივრებდა ფოტოებით. საქართველოში დაბრუნებული ნინო ორი დღით, დასთან ერთად ბორჯომშიც იმყოფებოდა.
ხატია სიჭინავა
კიკეთში დაისვენა ტელეწამყვანმა ხატია სიჭინავამ. მასთან ერთად ისვენებდა მეუღლე და ხატიას სამი ქალიშვილი. რამაზ ნოზაძის და ხატია სიჭინავას წყვილი, ამ ზაფხულს ქალაქიდან დასასვენებლად არ გასულა, რადგან რიოს ოლიმპიური თამაშების გამო, რამაზ ნოზაძეს ძირითადად თბილისში ყოფნა უწევდა.