გახსოვთ ვარსკვლავური სელფი ოსკარიდან? დაივიწყეთ! ინტერნეტს ახალი ფოტო იპყრობს!

0
2763

ალბათ ყველას გვახსოვს გახმაურებული ვარსკვლავური სელფი ოსკარის დაჯილდოებიდან, სადაც ობიექტივში ისეთი ცნობილი ვარსკვლავები მოხვდნენ, როგორებიც არიან: ბრედ პიტი, ანჯელინა ჯოლი, ელენ დეჯენერესი, მერილ სტრიპი, ბრედლი კუპერი, ჯენიფერ ლოურენსი და სხვები. ფოტოს, თანამედროვეობის ყველაზე ცნობილი სელფი უწოდეს.

ახლა კი დაივიწყეთ ის განთქმული კადრი, რადგანაც ინტერნეტს ახალი ვარსკვლავური ფოტოსურათი იპყრობს. MTV – ის დაჯილდოების შემდეგ, თანამედროვე შოუ ბიზნესის ყველაზე პოპულარული და გავლენიანი წყვილები, ერთად შეიკრიბნენ და სამახსოვრო ფოტოც გადაიღეს. ამჯერად კადრში ბიონსე, ჯეი ზი, ალიშა ქის, ქანიე ვესტი, კიმ კარდაშიანი, პაფ დედი და კესი ვენტურა მოხვდნენ. ინსტაგრამზე გამოჩენიდან რამდენიმე წუთში, ფოტო უკვე მილიონზე მეტმა ადამიანმა მოიწონა და ეს ციფრი ყოველ წამს იზრდება.

როგორც ჩანს დაჯილდოების შემდეგ ვარსკვლავურმა წყვილებმა ერთად დასვენება და გართობა გადაწყვიტეს, ან სულაც ვინ იცის, იქნებ სამყაროს საჭირბოროტო საკითხებზე მსჯელობდნენ, სამწუხაროდ ამას ვერასდროს გავიგებთ.

Untitled

abc_oscar_ellen_selfie_140302_wg

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here