ნია წივწივაძე „მის მსოფლიოზე“ „ილოურს“ შეასრულებს

0
1968

თათა სადრაძის გადაცემაში „არტ ფმ“ სამოდელო სააგენტო „იმიჯ ცენტრის“ ხელმძღვანელი ია კიწმარიშვილი და „მის საქართველო“, ნია წივწივაძე სტუმრობდნენ. თემა გახლდათ ნიას გამგზავრება „მის მსოფლიოზე“ და მზადება სილამაზის მასშტაბური კონკურსისთვის. კიდევ ერთი კონკურსისთვის ემზადება „მის საქართველოს“ კიდევ ერთი პრიზიორი, ლარა იანი.

ნია წივწივაძე:

საამაყოა, რომ ჩემი ქვეყანა უნდა წარვადგინო. მსგავსი რამ პირველად მიწევს, მაგრამ ძალიან სასიამოვნოა ის დაღლაც, რაც მზადებას ახლავს. გამოვკითხე ბევრი რამ წინა „მის საქართველოებს“. ბევრი რჩევა მივიღე და ძალიან მომზადებული მივდივარ.

ია კიწმარიშვილი:

ყოველ წელს ვთანამშრომლობთ „მარიონელასთან“, საერთაშორისო კონკურსებზეც ძირითადი სამოსი მათი შექმნილია. ნაციონალური კოსტიუმი და ღონისძიების ფინალური საღამოს კაბები აქ იქმნება. ნია ემზადება ცეკვის შესასრულებლად.

ნია:

მიხარია, რომ ხე არ აღმოვჩნდი და მეგონა, რომ მოუქნელი ვიქნებოდი (იცინის). უნდა წარვადგინო „ილოური“. იმდენად მომწონს, რომ მინდა, როცა ჩამოვალ კიდევ სადმე ვიცეკვო. სამოსიც „ილოურისთვის“ იკერება. იმდენად მომწონს, რომ მეუბნებიან, როცა გათხოვდებ, ასეთი ჩაიცვიო. წლების მერე… (იცინის).

ია:

შემომაპარა, მე წინააღმდეგი არ ვარ (იღიმის).

ია კიწმარიშვილმა ასევე ისაუბრა „მის საქართველო 2018“-ის შესახებ და აღნიშნა, რომ განსხვავებული გოგონები არიან მონაწილეთა შორის. 4 ნოემბერს დამატებითი, საბოლოო გადარჩევა გაიმართა. გოგონები ინტენსიურად ემზადებიან, ვარჯიშობენ, აქვთ ფოტო და ვიდეოგადაღებები. ჯერჯერობით არჩეულია 22 გოგონა.

ია კიწმარიშვილმა დასძინა, რომ სილამაზესთან ერთად ბევრ რამეს ექცევა ყურადღება, მათ შორის, გოგონების ინტელექტს.

(ფოტოები)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here