ნატო გელაშვილი სოციალურ ქსელში წერს შვილის, ლუკა ჭოხონელიძის შესახებ, რომელიც გუშინ „მხოლოდ ქართულს“ გამოეთიშა. მომღერალი აღნიშნავს, რომ მათი ოჯახისთვის პრიორიტეტია, რომ მისმა ვაჟმა ღირსეულად წარმოაჩინა ის, რაც პრიორიტეტულია მათთვის:
„ნამდვილად ბედნიერი ვარ, რომ ჩემმა შვილმა ღირსეულად წარმოაჩინა ის, რაც პირადად ჩემთვის და ჩვენი მთელი ოჯახისთვის არის პრიორიტეტული და ეს არის ნაღდი ქართული სულით გაჟღენთილი სიმღერა. მივესალმები ლუკას სახლში ღირსეულ დაბრუნებას… მის ღირსეულად ნამღერ ქართულ ტრადიციულ სიმღერებს❤ მადლობა ყველას, ვინც მთელი გულით გულშემატკივრობდით ლუკასა და ქართულ სიმღერას. ვფიქრობ, სანერვიულო არაფერია… ლუკა გააგრძელებს ქართული სიმღერას და მისი შემფასებელი ქართველი ხალხი იქნება“.