ნათია დუმბაძისა და მასტერის (გიორგი პავლიაშვილი) ახალი საზაფხულო სიმღერა „არ უყურო დროს“ სოცქსელები უკვე პოპულარულია. ნათიამ და მასტერმა რგოლიდან ამონარიდი გაავრცელეს, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა. მსმენელი ამბობს, რომ ეს სიმღერა აუცილებლად გაჰიტდება.
4 ივლისს, „ელ ცენტროში“ ახალ დუეტზე გადაღებული კლიპის პრემიერა შედგება.
როგორც ნათია წერს, ეს მასტერისთვის 52-ე, მისთვის კი პირველი ვიდეორგოლია და ძალიან ელოდება შეფასებებს.
გარდა ამისა, ამავე საღამოს ბენდი GROOVERS დაუკრავს, რომელთან ერთადაც ნათია დუმბაძეც იმღერებს და სალომე ბაკურაძეც.