ნანუკა გულუა: „დოჩი ისე მენატრება, რომ ღამეც მესიზმრება…“

0
746

სერიალ „ჩემი ცოლის დაქალები“ იწყება. ერთ-ერთი გმირი, რომელიც ეკრანს დაუბრუნდება, მეგრელი დოჩია, რომელსაც ნანუკა გულუა განასახიერებს. ის ჟურნალ „სარკესთან“ საუბრობს, როგორ ენატრებოდა თავისი პერსონაჟი. „ძალიან მენატრება ჩემი გოგო, ღამეც კი მესიზმრება“, ამბობს ინტერვიუში მსახიობი.

ნანუკა გულუა:

ამ ამბით ძალიან ბედნიერი ვარ და მთელი ჩემი დაგროვილი ენერგიით შევუტევ ჩემს პერსონაჟს და ხაზს…

ბოლო სერიებში ქერა ვიყავი. ყოველი მეორე მაყურებელი და ჩემი 60 000 „ფოლოვერიდან“ თითქმის ყველა მწერდა, კი, ძალიან გიხდება ქერა თმა, მაგრამ ის ჟღალი სულ სხვა იყოო, ამიტომაც გვერდზე გადავდე ჩემი სიჯიუტე და ისევ ჟღალი დოჩი დავბრუნდები. წონითაც კარგად ვგრძნობ თავს. გადაღებებზე კიდევ 5 კილოს დავიკლებ და ვიქნები მოდელი.

საინტერესო სიახლეები ხომ არ გაქვთ პირად ცხოვრებაში?

ასე მაგალითად?

მაგალითად, ხომ არ გამოჩნდა თქვენს ცხოვრებაში სიყვარული?

არაფერი ხდება დედამიწის ზურგზე ამ მხრივ. მთელი ინტერვიუ ჩემს პირად ცხოვრებაზე გიყვებით და მაინცდამაინც კაცი გინდათ დასტური? არ არის! რამე მნიშვნელოვანი როცა იქნება, აუცილებლად ყველას გავაგებინებ. ზუსტად ვიცი, რომ ამას ვერ დავმალავ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here