სოფო ხალვაში: „კორონავირუსი მთელმა ოჯახმა მოვიხადეთ…“

0
457

სოფო ხალვაში ჟურნალ „სარკის“ ახალ ნომერში იმის შესახებ საუბრობს, რომ მან და მისმა მთელმა ოჯახმა უკვე დაამარცხა კორონავირუსი.

სოფო ხალვაში:

„კორონავირუსი მთელმა ოჯახმა მოვიხადეთ. თბილისში ვიყავით, როცა ვირუსი დაგვიდასტურდა. საბედნიეროდ, სტაციონარში განთავსება არ დაგვჭირდა, ასე ვთქვათ, იოლად გადავიტანეთ, თუმცა გამოჯანმრთელების შემდეგ მთელი თვე სიცხე და სისუსტე მაწუხებდა. ვცხოვრობდით ჩემი მეუღლის მშობლების ოჯახში და, რა საოცარიც უნდა იყოს, არც ერთს გადაედო, რისიც ძალიან გვეშინოდა“.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here