ნანუკა ჟორჟოლიანი: “თავისუფალი ვარ და ყველას ვეპრანჭები”

0
3529

ტელეწამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა, ბოლო დროს წონაში საგრძნობლად დაიკლო. მან მოწევასაც თავი დაანება, გარდერობიც განაახლა და ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობს. როგორ დაიკლო წონაში ამის შესახებ, ნანუკა “მიუზიკ ბოქსს“ ესაუბრა.

– როდესაც მოწევას თავი დავანებე, ცხრა კილო მოვიმატე, რომელიც უკვე დავიკელი „ჰერბალაიფის” დიეტაზე ვარ. დავდივარ კლუბში ყოველ დილით, სადაც შევიძინე ახალი მეგობრები და ახლა ჩემს თანამშრომელს და მეგობარს ვუზიარებ ამ გამოცდილებას,  ეს ყველაფერი ცხოვრების წესად გავიხადე. ყოველ დილით ვსვამ ამ კოქტეილს, რომელიც მთელი დღის განმავლობაში ჭამას კარგად გირეგულირებს. ყველაზე მთავარი ის არის, რომ ადრეც ვიყავი ამ პროგრამაში, მაგრამ ეხლა ძალიან კარგი კონსულტანტები შემხვდნენ და შესაბამისად, შედეგიც ძალიან მალე მივიღე. კიდევ უნდა დავიკლო 15 კილო.

– თქვენი გარდერობი ხომ არ შეიცვალა?

– კი შეიცვალა, უფრო სპორტული გახდა, რადგან წონაში კლება ხომ მეტად ნაზს გხდის? ამიტომ უფრო გადავერთე კედზე და ფერად სამოსზე. როცა ზედმეტი წონა გაქვს, ყვავილები ნაკლებად უხდება ზედმეტ კილოგრამებს, ამიტომ ჩემს ჭრელა ჭრულა სამოსს დავუბრუნდი.  

– ანუ ახლა ბევრ კომპლიმენტებს იღებთ?

– კი ახლა ჩემს ცხოვრებაში ეგ ეტაპია.

– ვარჯიშითაც უწყობთ ამ ყველაფერს ხელს ?

– კი, ვარჯიშიც დავიწყე, პირადი ტრენერი ავიყვანე, 32-33 წლის ასაკში, ყველამ უნდა დაიწყოს ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრება, დაანებონ სიგარეტს თავი და ბევრი წყალი უნდა დალიოს, ამ შემთხვევაში ასაკი არ მოგვერევა.

– აკრძალული რა გაქვთ ?

– პური, ყველანაირი ბურღულეული, ბრინჯი, გრეჩიხა და შაქარი საერთოდ ამოვიღე რაციონიდან, ვჭამ ბოსტნეულს და ხორცს.

– თქვენი ცხოვრების წესიდან გამომდინარე, არ გიჭირთ ამ რეჟიმით ცხოვრება?

–  მე სწორედ ჩემი რეჟიმი მარღვევინებდა ყველაფერს, მაგრამ  დილით,  როდესაც  ჰერბალაიფის ჩაის ვსვამ, იმდენად ენერგიულად ვარ, რომ არ ვარღვევ.

– ეს ყველაფერ ძალიან დიდ მოთმინებასთან არის დაკავშირებული, რამ მოგცათ ამხელა სტიმული ?

– მილიონჯერ დავიწყე და დავამთავრე დიეტა,  მაგრამ ქალის ცხოვრებაში, ყოველთვის დგება ეტაპი, როდესაც გინდა კარგად გამოიყურებოდე და უფრო მეტი კომპლიმენტი მიიღო, ვიდრე მანამდე.

– კონკრეტული ადამიანი ხომ არ არის ვისაც ეპრანჭებით?

–  თავისუფალი ვარ და ყველას ვეპრანჭები.

ხატია ბიბილურიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here