ნანკა კალატოზიშვილი თავის კოლეგასა და მეგობარს, გიორგი გიორგანაშვილს ყველანაირი შესაძლო ხერხით უჭერს მხარს. მსახიობი დარწმუნებულია, რომ ბახალას ნარკოტიკი ჩაუდეს, შესაბამისად, მან გადაწყვიტა, ამის შესახებ სოციალურ ქსელში ორიგინალური ხერხით ესაუბრა.
ნანკამ გამოაქვეყნა ვიდეოზღაპარი, რომელიც ბახალასთვის ნარკოტიკის ჩადებას მიუძღვნა და ეს ამბავი მხატვრული ხერხით აღწერა.