რა არის სიყვარული? – მერაბ ნინიძის საინტერესო პასუხი

0
2110

მერაბ ნინიძე ჟურნალ O.K.-ის ქართული გამოცემის სტუმარია. მსახიობმა გამოცემისთვის სპეციალურ ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა, მას ინტერვიუც ჩამოართვეს, სადაც თავისი კარიერის მნიშვნელოვან ეპიზოდებზე საუბრობს.

ერთ-ერთი კითხვა, რომელიც მას ჟურნალისტმა დაუსვა, ასეთია: რას ფიქრობთ სიყვარულზე? როგორ შეცვალა სოციალურმა ქსელებმა თანამედროვე ურთიერთობები?

მსახიობმა კითხვას ასე უპასუხა:

ინტერნეტმა ურთიერთობები გაამარტივა. მეორე მხრივ კი ცუდია, რომ რეალური შეხვედრები ვირტუალურმა კომუნიკაციამ ჩაანაცვლა. ახლა რომ ვინმემ ქუჩაში გაიაროს, მე აქედან მოვწყდე, გავიქცე და არასდროს დავბრუნდე – აი, ესაა სიყვარული. უცებ, მაგნიტივით რომ წაგიღებს და გაგიტაცებს… მსგავსი განცდები ახალგაზრდობაში უფრო ბუნებრივია. ახალგაზრდობას უმანკოება და გამოუცდელობა ახლავს, რაც ძალიან სასიამოვნოა. ახალგაზრდობაში ამის თითქოს გრცხვენია და გგონია, რომ გამოცდილება ჩქარა უნდა შეიძინო, მაგრამ სწორედ ეს გამოუცდელობაა ყველაზე სათუთი დრო – როცა სწავლობ, როგორ აკოცო, როგორ შეეხო… მე მაინც მგონია, რომ სიყვარული მაგნიტია. მეტი ჯერ არ ვიცი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here