გახშირებულ ავტოსაგზაო შემტხვევებს გადაცემა “დღის შოუ“ სპეციალური პროექტით ეხმაურება, გადაცემის წმაყვანებმა ვიდეორგოლი მოამზადეს, სადაც მათ გარშემო მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევები გაიხსენეს და საზოგადოებას მოუწოდეს ფრთხილად მართონ ავტომობილები.
ყველაზე სევდიანი ისტორია აღმოჩნდა, ის რაც ნანიკო ხაზარაძემ გადაიტანა, ჭავჭავაძეზე გავაჩერე მანქანა წითელზე და უკნიდან სწრაფი სიჩქარით მომავალი ავტომობილი დაგვეჯახა. აღმოჩნდა, რომ 7 კვირის ორსული ვიყავი, მაგრამ რადგან მენჯები მქონდა დამტვრეული 5 თვე აბორტის გაკეთების უფლება ექიმებმა არ მომცეს. “5 თვეზე დიდი ხნის ორსული ვიყავი, როცა აბორტი გავიკეთე და ამ ავარიის გამო ვეღარ გავაჩინე შვილი, რომელიც ძალიან მინდოდა“ – განაცხადა ნანიკომ.
https://www.youtube.com/watch?v=0ttpTUz6n0o