თორნიკე ტატიშვილმა კლიპში კაკული გურიელაშვილი გადაიღო

0
1685

თორნიკე ტატიშვილს რადიო “არ დაიდარდოს“ მსმენელი კარგად იცნობს, ის ჩვენი რადიოს ერთგული მსმენელების ფავორიტი მომღერალია. თორნიკეს შემოქმედებაში სიახლე არის, ის სულ ცოტა ხნის დაბრუნდა ისრაელიდან, სადაც კონცერტი გამართა. ისრაელში მიღებული შთაბეჭდილებების და ახალი გეგმების შესახებ თორნიკე თავად გვიამბობს.

–  9 მარტს მქონდა კონცერტი ისრაელში, ქალაქ ხულონში, სადაც უამრავმა ემიგრანტმა მოიყარა თავი. კონცერტი საკონცერტო დარბაზ “ვიოლაში“ ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობას ვიღებდით მე, ნინო ჩხეიძე, მანანა თოდაძე და კაკული გურიელაშვილი. მე მეორედ ვიყავი ისრაელში და ამ ღონისძიებას უფრო გაცნობითი ხასიათი ჰქონდა ჩემთვის და ემიგრანტებისთვის. ემოციური დახვედრა მოგვიწყვეს და მეორე დღეს ისევ შევხვდით, უამრავი ფოტო გადავიღეთ და დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით დავბრუნდით საქართველოში.

– როგორც ვიცი, კლიპიც გადაიღეთ ისრაელში…

– ნამდვილად ასეა, ჩემს სიმღერაზე “საქართველო-ისრაელი“ კლიპი გადავიღე, რომლის რეჟისორიც და ოპერატორიც მე თვითონ ვარ. კლიპში განსაკუთრებული ის არის, რომ კაკული გურიელაშვილმა მიიღო მონაწილეობა, რაც აქამდე არ მომხდარა. ქართველ ემიგრანტებს საქართველოს დიდი მონატრება აქვთ და ეს იგრძნობა კიდეც ამ ვიდეორგოლში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here