ქართველი ბორჯღალოსნები გუშინ რუსეთს დაუპირისპირდნენ და დიდი უპირატესობით დაამარცხეს. თამაშის შემდეგ ქართველი და რუსი მორაგბეები, რესტორან „თაშრეში“ შეიკრიბნენ, სადაც მათ სპეციალურად მომზადებული საცეკვაო ნომრით პატარა ბავშვები დახვდნენ. აფთერ-ფართიზე დაჯილდოვების ცერემონიალიც გაიმართა, სადაც მეკო კვირიკაშვილს ფან-კლუბისგან საჩუქარი გადაეცა.