ნინო ქათამაძის შემოქმედებითი თანაცხოვრება ნიკოლოზ რაჭველთან და ანშლაგით ჩავლილი კიდევ ერთი საღამო

0
1733

მის მუსიკას, ყოველთვის სიყვარულით გაცემულ მუხტს არქმევს. სცენიდან უზარმაზარ ენერგიას აფრქვევს და მას მუსიკის ყველა მოყვარულს, თანაბრად უნაწილებს. მის კონცერტებზე დარბაზი ყოველთვის გადაჭედილია. ნინო ქათამაძე ინდივიდუალური და განუმეორებელია. ცდილობს მოასწროს, გასცეს ის სითბო და ენერგია, რაც მასშია და მნიშვნელობა არ აქვს, ერთ სიმღერას შეასრულებს თუ – ათას. საქართველოში დაგეგმილი კონცერტები ნინო ქათამაძეს ყოველთვის სურს, რომ საქველმოქმედო იყოს. 10 და 11 მარტს თბილისის საკონცერტო დარბაზში, მომღერალმა სოლო-კონცერტი ძუძუს კიბოს წინააღმდეგ მებრძოლ პაციენტებს მიუძღვნა. მისმა კონცერტმა ამჯერადაც ანშლაგით ჩაიარა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here