სერიალ “ქალთა სახეების“ მსახიობი და მოდელი, ნინი ონიანი გათხოვდა. მომავალი მეუღლე, ვაჟა მახვილაძე ნინი ონიანმა ეგვიპტეში, ნანუკას შოუს გადაღებაზე გაიცნო. წყვილმა ქორწილი რესტორან კრწანისში გადაიხადა, სადაც ცნობილი ადამიანები შეიკრიბნენ.
ნინის და ვაჟას ურთიერთობა, დიდი ხნის განმავლობაში გასაიდუმლოებული იყო. რამდენიმე კვირის წინ, ნინიმ თავის რჩეულთან ერთად გადაღებული ეროტიული ფოტო, სოციალურ ქსელში ატვირთა, თუმცა ფოტოზე მამაკაცის სახე არ ჩანდა, რამაც ნინის გულშემატკივრები და ჟურნალისტები, საგონებელში ჩააგდო. საზოგადოება ინტერესდებოდა თუ ვინ იყო ის იღბლიანი ბიჭი ვინც ლამაზმანის გულის მოგება მოახერხა, საბოლოოდ კი ნინიმ ნიშნობის ბეჭედიც გამოაჩინა და კავალერის ვინაობაც გაახმაურა.
ტელეეკრანზე გამოჩენის დღიდან, ნინი ონიანი მუდამ ყურადღების ცენტრში იყო. მისი გულახდილი ფოტოები ინტერნეტს ვირუსივით მოედო და ნინის მადისაღმძვრელმა ფიგურამ და სილამაზემ, მამაკაცების კიდევ უფრო დიდი არმია მიიზიდა. მსახიობს სხვადასხვა ცნობილ მამაკაცთან რომანს, ხშირად მიაწერდნენ. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ჭორი გიორგი ვარდოსანიძეს უკავშირდება, თუმცა ეს ინფორმაცია არცერთმა მხარემ არ დაადასტურა, ისინი აცხადებდნენ, რომ მხოლოდ მეგობრობა აკავშირებდათ.