მოდელები კენდალ ჯენერის წინააღმდეგ

0
526

მოდურ ბიზნესში რამდენიმე წარმატებული წლის შემდეგ კენდალ ჯენერმა დიდი რაოდენობით მტრები დააგროვა. კიმ კარდაშიანის უმცროსი დის შესახებ სოციალურ ქსელებში ხშირად ჭორაობენ. ძირითადი განხილვის თემა ქენდელის წარმატებული სამოდელო კარიერაა, რომელსაც გოგონამ განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე მიაღწია და დღეს კუდი ყავარზე აქვს გადებული. ინტერნეტში რამოდნეიმე სპეციალურ ბლოგსაც კი სეხვდებით, სადაც კენდელის მოწინაამდეგე მოდელები არიან გაერთიანებული და კოლეგის შესახებ საშინელ კომენტარებს აკეთებენ.

ერთ-ერთი მათგანით მედიაც კი დაინტერესდა. 18 წლის ავსტრალიელი მოდელი – მედისონ სტაბინგტონი კენდელთან უთანხმოების შესახებ ალაპარაკდა. გოგონას თქმით, კონფლიქტს ადგილი ერთ-ერთ მოდის კვირეულზე ჰქონდა. “როდესაც კულისებში ვემზადებოდით, მოდელებიდან ერთ-ერთმა კარდაშიანების ოჯახის შესახებ რაღაც უსიამოვნო თქვა. ზუსტად არ მახსოვს ვის შესახებ, შესაძლოა კიმზე. კენდალმა ეს გაიგო, ჩვენკენ შემობრუნდა და რატომღაც გამწარებული თვალებით სწორედ მე შემომხედა. ვერც კი მოვახერხე მისი იმაში დარწმუნება, რომ ეს მე არ ვყოფილვარ. მან ეს დღემდე არ იცის და მას მერე, როდესაც საშუალება ეძლევა, ჩემს აბუჩად აგდებას იწყებს.“ გამოტყდა 18 წლის გოგონა.

სხვათაშორის მედისონ სტაბინგტონი პირველი მოდელი არაა, რომელიც კენდალის მხრიან აგდებულ დამოკიდებულებაზე საუბრობს. რამდენიმე თვის წინ ერთ-ერთი მანეკენიც საუბრობდა იმაზე, რომ ლამაზმანის მიღმა ნამდვილი ბოროტება იმალება. გოგონა ირწმუნებოდა, რომ ერთ-ერთი შოუს წინ მას კენდალმა სილა გააწნა. რას ვიზამთ, თუ კარდაშიანების რეალითი შოუ ერთხელ მაინც გაქვთ ნანახი, სახეში სილის გაწნა სხვა დანარჩენებთან მონაგონია.