სილამაზის საერთაშორისო კონკურსზე „მის ინტერკონტინენტალი“ საქართველოს ნინუცა როსტიაშილი წარადგენს. „მის საქართველოს“ მონაწილე უკვე იმყოფება ეგვიპტეში, სადაც კონკურსი იმართება.
ახლახან მან გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ასახულია, როგორ ასწავლის სხვა ქვეყნის წარმომადგენლებს აჭარულ ცეკვას.