როგორ შექმნა „მხოლოდ ქართულის“ გია ყანჩელის ტურისთვის კოსტიუმები დათუნა სულიკაშვილმა

0
650

„მხოლოდ ქართულის“ მესამე სეზონის პირველი გადაცემა 16 დეკემბერს ვიხილეთ, რომელიც „მთავარ არხზე“ კაჭრეთის „ამბასადორში“ სპეციალურად პოპულარული მუსიკალური კონკურსისთვის მოწყობილი დარბაზიდან პირდაპირ ეთერში გავიდა.

ჟიურის მეირ შერჩეულმა ათეულმა გია ყანჩელის ტური დიდი ნერვიულობის ფონზე გაიარა, თუმცა პირველი ტური საინტერესოდ წარიმართა და ერთგვარი თეატრალიზებული სანახაობაც კი შექმნა. მისი ნაწილი კი უდაოდ იყო ცნობილი დიზაინერის, დათუნა სულიკაშვილის მიერ შექმნილი კოსტიუმები. ათივე მონაწილეს სწორედ დათუნამ შეურჩია ჩაცმულობები და როგორც fortuna.ge-სთან ინტერვიუსას აღნიშნა, გია ყაჩელის მუსიკის ხასიათიც გაითვალისწინა და თითოეული ნომერიც, ასევე კონკურსანტების ინდივიდუალიზმი:

„ამ ტურზე მუშაობა ჩემთვის განსაკუთრებულად საპასუხისმგებლო იყო, რადგან გია ყანჩელი ჩემთვის ბევრ რამეს ნიშნავს, არა მხოლოდ მუსიკას, წარსულს თუ ზოგადად, ეპოქას… მისი შემოქმედება ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის და ზოგადად, ჩემს ცხოვრებას გასდევს თან… განსაკუთრებული სიყვარულით მინდა აღვნიშნო „მხოლოდ ქართული“ ხარისხიანი ქართული მუსიკის პოპულარიზებისთვის. ძალიან ბევრს შეუსრულებია გია ყანჩელის მელოდიები, ამიტომაც შევეცადე, კოსტიუმებით გარკვეული პერსონაჟები შემექმნა. ინდივიდუალურად მივუდექი კონკურსანტებს, მათი ხასიათის მიხედვით. ბევრი ვისაუბრე თითოეულ მათგანთან და საკმაოდ დიდხანს ვეძებდით მათ სტილს“.

(ვრცლად/ფოტოები)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here