„მიდით და ისე იმღერეთ, რომ მაგდა ვასაძე დაჩრდილოთ“ – რა გამოხმაურებები მოჰყვა ცნობილი მომღერლის „X ფაქტორში“ გამოსვლას

0
2624

მაგდა ვასაძის გამოსვლამ გუშინდელ „X ფაქტორზე“ საუკეთესო შთაბეჭდილება მოახდინა. „ახალი ხმის“ მონაწილე, რომელიც იმ პროექტშიც გამოირჩეოდა, აშკარად ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კონკურსანტი იქნება „იქს ფაქტორშიც“. გიორგი გაბუნიამ მისი გამოსვლის შემდეგ აღნიშნა, რომ ყველა დანარჩენი მონაწილე უნდა შეეცადოს, მაგდას პერფორმანსებზე უკეთესი გამოსვლები შემოგვთავაზოს. ჟიურის წევრებიდან მომღერალს ყველა კარგად იცნობს, ისევე, როგორც მაყურებელი. მაგდამ ახლახან იმიჯი შეიცვალა და წითელი თმით მოგვევლინა, კონკურსში მონაწილეობასაც მნიშვნელოვან გადაწყვეტილებად მიიჩნევს.

მაგდამ სიმღერა „I’m Changing“ („მე ვიცვლები“) ამოარჩია, ცნობილი მიუზიკლიდან „ოცნების გოგონები“, ფილმში ამ სიმღერას შესანიშნავად ასრულებს ჯენიფერ ჰადსონი. მაგდამ მცდელობა არ დააკლო და დღის გამოსვლაც შედგა, მან ოთხი „კი“ მიიღო და შემდეგ ტურში დიდი ზარ-ზეიმით გაააცილეს.

სოცქსელში მის პერფორმანსს ბევრი დადებითი შეფასება მოჰყვა, მაგრამ ზოგმა შემფასებელმა აღნიშნა, რომ ასეთი გამოცდილი მომღერლების კონკურსებზე გამოსვლას აზრი არ აქვს, რადგან ისინი ბევრად მაღლა დგანან, ვიდრე დამწყები შემსრულებლები.

ამ მოსაზრებას უპასუხა რადიო „ფორტუნას“ მუსიკალურმა წამყვანმა, ჟურნალისტმა ნიკა კაციამ, რომელიც მაგდას მეგობარია და აღნიშნა:

„ვისაც მიაჩნია, რომ მაგდა ვასაძე არ უნდა მისულიყო მუსიკალურ პროექტში „X ფაქტორი“, აქვე გიპასუხებთ.

  1. შოუს ანონსები და პრომოები გაიხსენეთ, როცა გამოცდილ მომღერლებს მოუწოდეს!
  2. ვინც წერს, ახალგაზრდებს დაუთმოს ასპარეზიო – მაგდა მოხუცია?
  3. ვინც დაუსრულებლად გამოხატავს პრეტენზიებს – თქვენც მიდით და ისე იმღერეთ, რომ მაგდა ვასაძე დაჩრდილოთ! ა, ვერ აჯობებთ?! ვიცი :)))))))))))))))
  4. ერთი კი არა, ნეტა ასი იყოს მაგდა ვასაძე, რომ ყველგან უსმინოთ და გაიკეთილშობილოთ სმენა, გემოვნებასთან ერთად!
  5. მოდი, დააკონკრეტეთ, რა არ მოგეწონათ?! – ვერ დაწერთ იმიტომ, რომ მაგდა სხვა საფეხურზეა, როცა უნდა მოვეფეროთ და ყველანაირი პირობა შევუქმნათ – დიდი ხანი იმღეროს!“
  6. დავიჯეროთ, რომ „ქართველებზე ბოღმა სხვა არავინ არის“???
  7. და ბოლოს, ბევრი რომ არ გავაგრძელო, როცა ბედნიერება შეგიძლიათ, სხვა რამე-რუმეები რატომ არ გეზარებათ და დავიჯერო არ გიყვართ მოციმციმე ვარსკვლავის ყურება? დატკბით!“

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here