მსახიობი იუნა შაფათავა ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელს, გიორგი კეკელიძეს ლექსს უძღვნის, რომელსაც სოციალურ ქსელში აქვეყნებს. როგორც იუნა აღნიშნავს, გიორგი კეკელიძეს ლექსი მას შემდეგ მიუძღვნა, რაც მის მიერ დაწერილი ლექსი წაიკითხა მამაზე:
„#გიორგიკეკელიძე
მაშინ არ დავაწერე, ეს ლექსი შენ გეკუთვნის. შენი მესამე ლექსი მამას – წაკითხვის მერე მოვძებნე ეს. მეტიც გეკუთვნის, მეტი.. დავწერ კიდევ, რომ მერე სადღაც შორს არ გწერო ან სიზმრებად მოსვლა არ მომიწიოს. გვესმოდეს ადამიანებს ერთმანეთის სითბო, ამ ერთი მზის ქვეშ, სხვაგან ექოს არ ვანდობდეთ სათქმელს
* * *
გეტყოდი,
რისი თქმაც მინდა,
მაგრამ გრძნობებს
რად უნდა თქმა.
ფანჯრებში წვიმდა
და ჩემს გვერდით
იჯდა
სხვა.
მის თვალებში გხედავდი
შენ
და ფიქრებით ვიყავი
შენთან.
გეტყოდი,
მინდოდი იქ,
მაშინ და ეგრევე,
მიკრული
მკერდთან.
მე მინდა ერთი,
ცხოვრება ფიქრობს
და აკეთებს
სხვას.
მე მაინც მოვალ
შენამდე.
და მაინც გეტყვი,
ფანჯრებში რომ წვიმდა,
რისი მინდოდა
თქმაც.
юნა
29 მარტი
ნიუ-იორკი