“მე ვარ პლასტიკური ქირურგიის მსხვერპლი!” – ნიკა ქავთარაძე საზოგადოებას სიფრთხილისკენ მოუწოდებს

ნიკა ქავთარაძე სოციალურ ქსელში, საკუთარ თავზე გამოცდილ, თმის გადანერგვის შედეგებს აქვეყნებს. ქავთარაძე საზოგადოებას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

“ამ ფოტოებზე ჩანს ჩემი “თმის გადანერგვის” ოპერაციების(3) შედეგი. თუ არ ვიჭრი/ვიპარსავ მაქსიმუმ იმდენი თმა მაქვს, რასაც მარცხენა ორ ფოტოზე ხედავთ და რაც მთავარია, ამ ოპერაციის გამო, ასე დამიმახინჯდა თავი – რამხელა დაღი მაქვს დიდი ბოდიში, არც თუ ისე კარგი სანახაობისთვის.
მე ვარ პლასტიკური ქირურგიის მსხვერპლი!
ფრთხილად იყავით!
მე და ჩემი იურისტი მეგობრები ვმუშაობთ იმაზე, რომ ეს ამბავი ასე არ დავტოვოთ!” – წერს ქავთარაძე.

ქავთარაძე კომენტარებში ასევე აღნიშნავს, რომ მას ნაიარევის გაქრობის შესახებ არწმუნებდნენ.

“მარწმუნებდნენ, რომ თმები ბევრად მეტი იქნებოდა და გადახოტვრა აზრადაც არ მომივიდოდა. ასევე, მეუბნებოდნენ, რომ “შრამი” გაქრებოდა”

Scroll to Top