მანანა კოზაკოვა ქალიშვილის, თინათინის პირადი ცხოვრების შესახებ ჟურნალ „სარკეს“ უყვება. თინა წულაძე მეუღლეს სამი წელია, გაშორებულია, ახლა კი ახალი სიყვარული იპოვა და ეს მსახიობი ბუბა ჭოღოშვილია.
გთავაზობთ მოკლე ამონარიდს ინტერვიუდან.
რას გვეტყვით თინათინისა და ბუბა ჭოღოშვილის ურთიერთობაზე, რომლის შესახებაც ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი? როგორ შეხვდით მათი სიყვარულის ამბავს?
მანანა კოზაკოვა:
უბრალოდ, მეგობრობენ. 3 წელი გავიდა, რაც თინათინი მეუღლეს გაშორდა. ახლა პირველად ეწვია სიყვარული. ამას ოფიციალური სახე არ აქვს. დღევანდელი ახალგაზრდები უფრო მარტივად ლაპარაკობენ სიყვარულზე. ჩემი მხრიდან ამაზე საუბარი უხერხულია. ჩემი შვილის პირად ურთიერთობაში არ ვერევი. ეს მათი პირადი საქმეა. ოფიციალურად არაფერი არ არის.
ინტერვიუს სრული ვერსიის ნახვა შეგიძლიათ ჟურნალში „სარკე“




