31 მარტს თბილისში სილამაზის კონკურსი “მის ტრანსგენდერი 2017“ ჩატარდება. გუშინ “მიუზიკ ბოქსმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჟიურიში მარიამ საჯაია იქნება, რასაც საზოგადოების აღშფოთება მოჰყვა. ამ ფაქტს სოციალურ ქსელში მარიამ საჯაია გამოეხმაურა:
“!! სკანდალი !!! ოღონდ ვერაფრით ვერ ვხვდები რა არის სასკანდალო… ამბავია ატეხილი და მეც მინდა არსს ჩავწვდე. მე, მარიამ საჯაია, თანასწორობის მოძრაობის თანამშრომელი, ვარ ჟიურის წევრი “მის ტრანსგენდერის” კონკურსზე. რა არის აქ გასაკვირი? ჰომოფობი და ტრანსფობი რომ არ ვარ ეს? თუ ყოფილი პარლამენტის წევრი, ლგბტ ორგანიზაციაში რომ ვმუშაობ? რომ მართლა მაწუხებს ეს თემა? და რომ მილიონი არ მაქვს, ფეხი-ფეხზე რომ გადავიდო და შორეული კურორტიდან დავჩექინდე? თუ ყოფილი პოლიტიკური აფილიაციის გამო არ უნდა მივეღეთ სამსახურში? ანუ დისკრიმინაცია იქნებოდა კარგი? და რადგან ოდესღაც პოლიტიკაში ვიყავი, იმის მერე აპოლიტიკური, პოლიტიკური ქვენაგრძნობებისგან დაცლილი, პირადი, დამოუკიდებელი, ცხოვრების-მუშაობის-არსებობის უფლება არ მაქვს? თუ რომელიმე ზემოჩამოთვლილი გარემოება ვინმეს გაუკვირდა და თან წუხელ ვიზალიბერალიზაცია უხაროდა, კოგნიტურ დისონანსზე ვურჩევდი ერთ-ორ სტატიას… მაჩ ლავ“ – წერს საჯაია.