24.8 C
Tbilisi
Thursday, August 4, 2022

მარიამ საჯაია ფინანსურ დახმარებას ითხოვს

მარიამ საჯაიაფეისბუქში” სტატუსს აქვეყნებს:

მე მოგიყვებით ერთ ამბავს 

4 ნიჭიერი ადამიანი შევიკრიბეთ – “Travel Junkies” 9 ქვეყნის მოვლა გადავწყვიტეთ, ვადად 3 თვე ავიღეთ და არასაკმარისი ბიუჯეტით ვიწყებთ ოცნების ასრულებას. 2 კვირაში მივდივართ!

ეს ერთი ამბავი ვრცელი იქნება. ერთგვარიკუსტარულიმაგრამ ზერეალური რეალითიშოუმძაფრი ემოციებით, დაძაბულობებით, რთული ფიზიკური პირობებით, განსხვავებული გეოგრაფიული, კულტურული და სოციალური გარემოებით, ამ სამყაროში და საკუთარ თავში მოგზაურობით. მზად ვართ თავგადასავლისთვის, გადარჩენისთვის, ერთმანეთის გატანისთვის ან დაჭმისთვის, ხალისდაძაბულობისთვის და ამის თქვენთვის გაზიარებისთვის

ყველაფერი კი იმით იწყება, რომ მე სამსახური დავტოვე (გუშინ), ვტოვებ უძვირფასესსშვილს, მეგობრებსაც, ჩემს კომუნასაც და კომფორტის ზონასაც. ჰო, კიდევ ყვავილებს ვტოვებ, 23 ცალ შვილსჩანთას ვალაგებ და მივდივარ.

სომხეთი, ირანი, პაკისტანი, ინდოეთი, მიანმარი, ტაილანდი, მალაიზია, სინგაპური, ინდონეზიამანტრასავით ვიმეორებთ ბოლო დღეებია

და ვართ დიდ სამზადისში რეალითი შოუს 4 მონაწილე და აქ შემოჰკრას ფანდრაიზინგის ზარმა!

ყველანაირი დახმარება და ხელის წაშველება გვინდა: სპონსორიანთითო ადამიანისგან 2-3-5-10 ლარიანად…. იმიტომ, რომ ხელში გვიჭირავს მხოლოდ სამოგზაურო მოტივაცია, ზუსტი გეგმა და მცირე თანხა, რაც მხოლოდ წასასვლელად მომზადებაში შეიძლება დაიხარჯოს.

მოტივაცია ჩვენი დახმარების არის სხვადასხვა

სპონსორებისთვისრეკლამა, ორგანული მარკეტინგი 😉 

მომავალი მოგზაურებისთვისუზუსტესი Travel guide, რომ თუკი ოდესმე მთელი ამ გზის, ნაწილის თუ მონაკვეთის გავლა ენდომება, სახელმძღვანელო ექნება;

არდავერ მოგზაურებისთვისვისაც უბრალოდ სურვილი არ აქვს თვითონ გადახდეს თავს ან ფიქრობს, რომ ფიზიკურად ვერ შეძლებს, მაგრამ აინტერესებს რეალური თავგადასავლების შორიდან დაკვირვება ან მეგობარი ხარ, არამეგობარი ხარ, კეთილისმყოფელი ხარ, სხვისი გახარება გინდა

გვჭირდება ყველაფერი, ანუ რამე, რაც შეგიძლია – anything can help… 5 ლარი, ფანარი, ფანდრაიზინგ წვეულების მოწყობა, კარავი, ინტერნეტი… 

მართლა 5-10 ლარიც გვშველისაი რომ ავიღოთ ჩემი ბოლო ფოტოს დამლაიქებლების რაოდენობაზე გამრავლებული.

ამ ამბის გაზიარება, ხმის გაგდება და ინფოს გავრცელებაც დიდი მადლია.

ემოციურ ნაწილზე, გადაწყვეტილების მიღების პროცესზე და ფიქრებზე არ დაგასპოილერებთ და ცალკე, შესაბამის პოსტში მოგახსენებთ” – წერს საჯაია.

Latest Posts

ბოლო სიახლეები