მარიამ კუბლაშვილის პოსტმა სოციალურ ქსელში იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში ბიზნესის წარმოება სულ უფრო რთული ხდება, დიდი რეზონანსი გამოიწვია. ადვოკატი აღნიშნავდა, – „ბიზნესი დაიძირა და დაიხრჩო ქვეყანაში! კატასტროფა ხდება და ამას ვინც ამ სფეროში არაა და დიდი ვალდებულებები არ აქვს ნაკისრი, ჯერ ვერ ხვდება…. უბრალოდ, ლოგიკურად იცი,ს რა ცუდია, რაც ხდება… პირველად ვფიქრობ ამ ქვეყნიდან გაქცევას! გამოუვალი მდგომარეობაა“. პოსტი სააგენტოებმა აიტაცეს და სათაურებიც გამოჩნდა, რომ მარიამი ქვეყნიდან წასვლას აპირებდა.
როგორც ჩანს, ადვოკატს ბევრი განმარტების გაკეთებამ მოუწია და მორიგი განმარტება უკვე „ფეისბუქზე“ გამოაქვეყნა:
„მოკლედ, ერთი პოსტი დავწერე ქვეყანაში დოლარის კურსიდან გამომდინარე და ვინ არ მირეკავს – სად მიდიხარ, გაკოტრდი? გარბიხარ? არა, არა, კარგად ვარ! მადლობა) უბრალოდ, დიდი გადასახადებია იჯარის და ა.შ. ლარში და რთულია მოგებაზე საწარმოს გასვლა ამ პირობებში ყველასთვის. მეტი არაფერი!“