თინა მახარაძეს სვანები ემუქრებიან

0
3102

მსახიობი თინა მახარაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ სვანეთში მომხდარ ამბავზე გაკეთებული კომენტარის შემდეგ დაემუქრნენ.

“გუშინ არ დავიზარე და პოლიციაში განვაცხადე იმ უცნაური ადამიანის მუქარის შესახებ, რომელიც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში მუშაობს და “კურდღელივით მოტ…ით” მექადნებოდა.

სანამ შედეგზე დავწერ, მანამდე აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ გვაქვს გასაოგნებელი კანონი, უფრო სწორად, არ გვაქვს კანონი, რომელიც უპრიანი და ქმედითია ვერბალური მუქარის შემთხვევაში.

თუ ადამიანი გემუქრება, მინიმუმ რაც მის შესაფერხებლად შეიძლება, გაკეთდეს არის სიტყვიერი დატუქსვა და მაქსიმუმ – შემაკავებელი ორდერი, რომელიც, პრაქტიკამ გვაჩვენა, უმეტეს შემთხვევაში რომ უშედეგოა და არანაირ დამაბრკოლებელ ფაქტორს არ წარმოადგენს რეციდივის სურვილით შეპყრობილი ტიპისთვის.

ამიტომ ჩვენ, ხშირი მუქარის მსხვერპლნი, უმეტესად მხოლოდ ამ ტიპის, ღვთისა და შემთხვევითობის კეთილ ნებაზე ვართ დამოკიდებულები. ანუ, ჩვენი რეალურ მსხვერპლად ქცევის შანსი რეალურად დიდია.

მოკლედ, რაც ძალი და ღონე მქონდა ვიხავლე, მოვყევი ყველა მუქარის ფაქტი, რომელიც ფიზიკური შეურაცხყოფის მცდელობით დასრულდა ჩემს ცხოვრებაში და, შედეგად, პოლიციაში შემპირდნენ, რომ ამ იმ ვინმე ლევან ლევანს “მოიკვლევდნენ და რაც საჭიროა, ყველაფერს გააკეთებდნენ კანონის ფარგლებში”.

და ფაქტია, გააკეთეს იმიტომ, რომ ლევან ლევანმა პოსტი აიღო და თან მიიყოლა იმ უამრავი მისნაირი ადამიანის მუქარა-წყევლა-გინება-დედის ტ…ა, რომლებიც გაჰკიოდნენ, როგორ უნდოდათ ჩემი წამება, პირში მოცემა და რომ ამაში ვერანაირი კონსტიტუცია წინ ვერ აღუდგებათ იმიტომ, რომ ამაყი სვანეთის ამაყი შვილები არიან და “ჰაჰაჰააა, პოლიციით გვაშინეეებს” ქირქილი. მადლობა პოლიციას, რომ იპოლიცია.

ახლა რაც შეეხება იმას, რატომ უნდა ვუჩივლოთ ყველამ ყველას, ვისაც ჩვენი დაშინების მცდელობა ექნება:

პირველ რიგში იმიტომ, რომ აღიკვეთოს დაუსჯელობის სინდრომი და ტიპებს არ ჰქონდეთ წარმოდგენა, რომ რაც დაავადებულ თავებში მოუვათ, ყველაფრის გაკეთება ხელეწიფებათ.

ირაკლი ნარსავიძემ დაწერა გუშინ, – მე რომ მომიქსიეთ შსს, იმიტომ დავქრივარ სვანეთის გზებზეო. აი, ეს არის დაუსჯელობის სინდრომი. რაც გამოიწვია იმან, რომ ადამიანი, რომელსაც ბოდიში მოახდევინეს, ამბობს, რომ მას არავინ დამუქრებია და შსსმაც, თავის მხრივ, არ მიიჩნია ყურადსაღებად ის ფაქტი, რომ მუქარა მარტო ამ ადამიანის მიმართ არ იყო განხორციელებული და მუქარის ობიექტები ვიყავით ყველა, ვინც ჩავდივართ ან ჩავიდენთ რამე ისეთს, რაც ასკაციან ჯუნგლების კანონების მოთაყვანე ჯგროს არ ევასება.

ხოდა, მე ეს ჯგრო არ მევასება და ერთადერთი, რითიც შემიძლია, დავუპირისპირდე არის ჩემი ეს დაღეჭილი, უმარტივესი და დამღლელი ტექსტები და კანონი. ცუდი თუ კარგი, მაგრამ კანონი.

რა თქმა უნდა, შეუძლიათ გაგინონ, როგორც და რამდენიც უნდათ იმიტომ, რომ სიტყვის თავისუფლება უზენაესი უფლებაა ისევე, როგორც აზრის, მაგრამ თუ ამ გინებას მოჰყვება ფიზიკური მოწყვლადობის რაიმე შანსი ერთი ადამიანის მხრიდან მეორეს მიმართ, ეს უპირობოდ აღსაკვეთია.

ახლა ტექსტი, რომელიც ჩემი ფბ მეგობრებისთვის არ არის განკუთვნილი – თქვენ ვიცი, რომ იცით ყველაფერი, რაც ქვემოთ წერია და კიდევ მეტი. ეს წერილი არის იმ უამრავი ადამიანისთვის, ვისაც გინდათ, რომ გადავშენდეთ:

მაგინეთ ვისაც როგორ გისწორდებათ, არ მაქვს პრობლემა, მაგრამ იცოდეთ, თუ ვინმე დააპირებთ დამემუქროთ მაშინ, როცა ჩემი ქმედება არ ჯდება თქვენს მორალურ სტანდარტებში, მაშინ მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ დაგიპირისპირდეთ ყველა შესაძლო ძალით, რის საშუალებასაც კანონი და საკუთარი მორალი მაძლევს.

და ბოლოს აუცილებლად რაც უნდა ვთქვა:

სვანეთში არ ვარ ნამყოფი. ოცნებად მაქვს ქცეული იქ წასვლა. იმიტომ რომ ვშტერდები, ისე მაღფრთოვანებს და მაოგნებს ყველაფერი, რაც წამიკითხავს, მომისმენია და დამითვალირებია ფოტოებით.

ლამარია და დალი იყვნენ ჩემი კერპები ღრმა ბავშვობაში (და რატომღაც არასდროს წარმომედგინა დალი ჩიხტიკოპით, სულ მეგონა, რომ შიშველი უთვალთვალებდა მონადირეებს) და ალმასგილის სიკვდილზე ვღნაოდი ხოლმე. ამ პერსონაჟების ვნება მაქვს წლებია, რომ ოდესმე რამენაირად გავეკარო ჩემი ნაწერით ან ჩემი ფილმით. ხოდა უცებ, რომ ვიღაც ღრჯო, ტვინგაქონილი ტიპები გამოხტებიან ხოლმე და სამშობლოს და წინაპრების სიყვარულში მეჯიბრებიან, გულდასაწყვეტია. უბრალოდ და მარტივად – გულდასაწყვეტია.

რატომ გჭირდებათ მაინცდამაინც წვერწამახული იარაღებითა და მუქარის ყიჟინით სირბილი 2016 წელს, როცა გარშემო ამდენი საინტერესო რაღაც ხდება, უბრალოდ შეუმეცნებელია. და თან გვემუქრებით იმათ, ვისაც თქვენზე მეტად თუ არა ნაკლებად არ უყვარს არც სვანეთი და არც მთლიანად ეს ქვეყანა.

თქვენ მაგივრად ჩვენ ვისწავლეთ ინგლისური და სხვა უცხო ენები იმისთვის, რომ თქვენზე ვილაპარაკოთ, სადაც ენა მიგვიწვდება და ყველას გავაგებინოთ, რა ღვთიურ ადგილას ცხოვრობთ და რა მაგრები ხართ ან ვინც არ ხართ, რა მაგრები შეგიძლიათ, იყოთ, თუ ცხოველები არ იქნებით.

სწორედ ამიტომ გაქვთ ახლა გესთ ჰაუსები ყოველ ფეხის ნაბიჯზე, ტურისტი სტუმრებით გადატენილი ოთახები და ამიტომ გაქვთ ინტერნეტი სახლებში. თქვენ კიდე იმის მაგივარდ ეს ინტერნეტი განათლებას მოახმაროთ, სხედხართ და დედის მუ…ს გვაფარებთ თავზე ღმერთის სახელით. რატომ? ცოტა გრიგოლ ორბელიანის პათოსი გამომივიდა: “ამ მშვენიერსა დილასა კაცს რად სურს სისხლი კაცისა?”, მაგრამ მგონი, მაგ კაცს მაგაზე გონივრული არც არაფერი უთქვამს. ხოდა შეირგეთ, რომ ეს სვანეთი თქვენია და შეგვარგეთ ჩვენც თქვენი თავი.

ეომეთ მტრებს, საოკუპაციო ხაზს რომ წევენ და მიწას გვართმევენ, ქვეყანას გვართმევენ. ეგენი არიან მტრები. ჩვენ არ ვართ თქვენი მტრები. ჩვენ, ვინც ვიხდით ან არ ვიხდით, ვისაც სექსი გვაქვს, ვინც რასაც გვინდა იმას ვუშვებით საკუთარ თავებს, ვინც აქციებზე ვდგავართ, ვინც ვლაპარაკობთ ხმის ჩახლეჩვამდე ზოგჯერ უტაქტოდ (როგორც მე ხშირად) და ზოგჯერ სიყვარულით (თუნდაც კიდევ მე ამ შემთხვევაში ), ყველაფერს ვაკეთებთ იმიტომ, რომ ეს ქვეყანა გვინდა, კარგად იყოს.

ჩვენ ყველა – გვინდა, კარგად ვიყოთ ამ ქვეყანაში, თორე გვაქვს ვიზები და გვყავს ნაცნობ-მეგობრებიცა და დამსაქმებლებიც გნებავთ – ევროპაში და გნებავთ – ამერიკაში და მოვხევდით უკანმოუხედვად. ვინ ოხერი?! მაგრამ, არა. აქ გვინდა.

იმიტომ რომ ეს ქვეყანა კარგია. იმიტომ რომ ამაზე უკეთესი ქვეყანა მართლა არსად იქნება, თუ თქვენ იქნებით კარგები, კეთილები, შემწყნარებლები, სამართლიანები, ჭკვიანები. და თუნდაც არ ემთხვეოდეს ჩვენი აზრები ერთმანეთს სიკარგის რაობაში, არ მოგვკლათ რა.

გვაცადეთ, იქნებ ბოლოს კარგები გამოვდგეთ და თქვენც წაგადგეთ. ერთმანეთს წავადგეთ. ბოლოს და ბოლოს ქრისტემ მარიამ მაგდალინელი დაიდაქალა და თქვენ რა გჭირთ, მე რო სასიკვდილოდ გემეტებით” – წერს თინა მახარაძე.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here