Marc Jacobs-ი სკანდალის ეპიცენტრშია – დიზაინერი, რომელსაც ცოტა ხნის წინ 52 წელი შეუსრულდა სოციალურ ქსელ ინსტაგრამში საკუთარ ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც სრულიად შიშველია გამოსახული.
როგორც გამოცემები ვარაუდობენ დიზაინერი ფოტოს გამოქვეყნებას სულაც არ აპირებდა და ის სავარაუდოდ კონკრეტული ადამიანის მიმართ, პირადი მიმოწერისთვის იყო განკუთვნილი, თუმცა ფაქტია, რომ სურათი ინსტაგრამზე განათავსა და თან შემდეგი წარწერა დაურთო: “შენია, შეგიძლია გასინჯო“…
მიუხედავად იმისა, რომ Jacobs-მა საკუთარი შიშველი ფოტო რამდენიმე წუთში წაშალა, სურათის გამოქვეყნებას ინტერნეტში დიდი ხმაური მოჰყვა და ტაბლოიდებმა ის საკუთარი რეიტინგისთვის უკვე გამოიყენეს…