22.8 C
Tbilisi
Saturday, August 20, 2022

რა ურთიერთობა აქვთ Big Sean-სა და Ariana Grande-ს?!

Big Sean-ი კვლავ მარტოხელა მამაკაცის სტატუსით სარგებლობს. რეპერი, რომელიც 2014 წელს Naya Rivera-ს დაშორდა და Ariana Grande-სთან გააჩაღა რომანი, რომელიც ასევე კრახით დასრულდა, ძველ ურთიერთობებს იხსენებს და ამ თემაზე ჟურნალისტებთან გახსნილად საუბრობს…

Big Sean-ი და Grande პირველად საზოგადოებაში 2014 წლის აგვისტოში გამოჩნდნენ ერთად. 2015 წლის გრემის დაჯილდოების ცერემონიალსკი უკვე წყვილის სტატუსით ეწვივნენ, თუმცა მათი რომანი არც ისე განხგრძლივი გამოდგა და მიმდინარე წლის აპრილში ისინი დაშორდნენ. როგორც რეპერი ამბობს ეს ყველაფერი ძალიან ბუნებრივია. ურთიერთობები იწყება და სრულდება. თავს დამნაშავედ სულაც არ გრძნობს და აცხადებს, რომ Ariana-სთან განშორება მხოლოდ კარგი გაკვეთილი იყო და ამის უკან არავითარი მიზეზი არ დგას.

როგორც ირკვევა დაშორების მიუხედავად Big Sean-სა და Grande-ს კვლავ აქვთ ურთიერთობა – “ისინი კვლავ ზრუნავენ ერთმანეთზე და ძალიან ახლო მეგობრებად რჩებიან“ – აცხადებს წყვილთან დაახლოებული პირი, რაც ყვითელ გამოზემებს აძლევს საბაბს, ვივარაუდოთ, რომ ახლო მომავალში შსაძლოა ვარსკვლავები კვლავ ერთად ვიხილოთ, თანაც მსგავსი ფაქტები Ariana-ს ცხოვრებაში მრავლად გვახსოვს. გოგონა არაერთხელ დაბრუნებია ძველ სიყვარულს და დიდი შანსია არც ეს შემთხვევა იყოს გამონაკლისი…

Latest Posts

ბოლო სიახლეები