როგორც იცით 9 სექტემბერს კახა მამულაშვილი სასამართლოს გადაწყვეტილებით 15 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ლელა წურწუმიას მეუღლე და პროდიუსერი, მიმდინარე წლის ივლისში ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე დააკავეს…
ციხიდან გამოსვლის შემდეგ მამულიჩამ ჯერ სოციალურ ქსელში ვრცელი სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც მადლობა გადაუხადა მეგობრებსა და იმ ადამიანებს ვინც ამ დროის განმავლობაში გვერდში ედგა, ამჯერად კი ფოტოებს აქვეყნებს, რომლებზეც მეუღლესთან – ლელა წურწუმიასთან და ქალიშვილთან ერთად არის გამოსახული…