ირაკლი ფირცხალავას დაბადების დღე მოსკოვში და რუსეთში ნამღერი “საქართველო ლამაზო”

0
50

რუსეთში მოღვაწე ქართველ მომღერალ ირაკლი ფირცხალავას 13 სექტემბერს 38 წელი შეუსრულდა. შემსრულებელმა იუბილე მოსკოვში, მეგობრების გარემოცვაში კონცერტით აღნიშნა, რომელზეც უცხოურ ჰიტებთან ერთად სიმღერები საკუთარი რეპერტუარიდანაც შეასრულა, მათ შორის “საქართველო ლამაზო”.

სტუმრებს შორის იყვნენ ირაკლის ქართველი მეგობრები, მათ შორის დათო ხუჯაძეც, იუბილარმა სწორედ ამ უკანასკნელის სიმღერის – “ჩიტო გვრიტო”-ს შესრულებაც სცადა…

ჯერჯერობით მომღერალს დაბადების დღის ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელებში არ განუთავსებია და არც მიღებული საჩუქრებისთვის გადაუხდია მადლობა.

Music Box ულოცავს ირაკლი ფირცხალავას დაბადების დღეს…