მას შემდეგ რაც გავიგეთ, რომ მაილი საირუსი ლიამ ჰემსვორთს შეურიგდა და დანიშვნაც კი მოასწრო, მომღერლისგან ეპატაჟურ გამოსვლებს თითქოს და მოვაკლდით. ძველი გამონათქვამის არ იყოს “ჩვევა რჯულზე უმტკიცესიაო“ და არ გვგონია მაილიმ ჩვეული “გამოხტომები“ დაივიწყოს. ეს შეიძლება იმითაც ავხსნათ, რომ მომღერალი წინა საქორწილო სამზადისშია. ოჯახური იდილიის შექმნამდე მომღერალმა ვერ მოითმინა და საქმროს მეზობლად 2,5 მილიონ დოლარად შეფასებული სახლი შეიძინა.
შეგახსენებთ, რომ წყვილმა ურთიერთობა 2015 წლის ბოლოს აღადგინა. მათ საშობაო არდადეგები ჰემსვორთების ოჯახთან ერთადაც ავსტრალიაში გაატარეს. მაილის საყვარელ მამაკაცთან ერთად დასვენება იმდენად მოეწონა, რომ რამდენიმე კონცერტიც კი გადადო. სანდო წყაროს ინფორმაციით მაილი ყოველთვის ოცნებობდა ლიამთან შერიგებას, ერთი სული აქვს მისის ჰემსვორტი როდის გახდებაო.
წყვილმა ერთმანეთი პირველად 2009 წელს ფილმის “The Last Song”-ის გადაღებებზე გაიცნო. შეგახსენებთ, რომ ეს ოჯახის შექმნის მე-2 მცდელობაა. პირველი 2013 წელს, ნიშნობის ჩაშლით დასრულდა. მას შემდეგ მაილი პატრიკ შვარცენეგერს ხვდებოდა. ამჯერად შესაძლოა ქორწილი გაზაფხულზე შედგეს. მანამდე კი სულ რაღაც ერთი თვეა დარჩენილი.