ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე მშვიდი წყვილი ნიკი რიდი და იან სომერჰოლდერი მალე მშობლები გახდებიან. წყვილი იმ ტიპს განეკუთვნება, რომელთა შესახებაც ხმაურიან სკანდალებს იშვიათად ან საერთოდ ვერ გაიგონებთ. ამჯერადაც სასიხარულო ამბავი გამოცემა Entertainment Tonight-ისთვის მიცემულ ინტერვიუში იანმა თავად განაცხადა.
“ვამპირის დღიურების“ გმირმა არ დამალა ისიც, რომ მოუთმენლად ელოდება ბავშვის დაბადებას: “შვილის გაჩენა სამყაროში ყველაზე მაგარი რამ არის. ვერ ვითმენთ, ორივეს ისე გვეჩქარება“. წყვილის რომანი 2014 წელს დაიწყო და 2015 წლის აპრილში ქორწილით დაგვირგვინდა. შეგახსენებთ, რომ იანი ნიკიმდე სერიალ “ვამპირის დღიურების“ ერთ-ერთ ვარსკვლავს ნინა დობრევს ხვდებოდა. მსახიობები ურთიერთობას ეკრანის გარდა რეალურ ცხოვრებაშიც აგრძელებდნენ, თუმცა ერთიც დასრულდა და მეორეც. ნინამ სერიალის შემადგენლობა დატოვა და იანთან რომანსაც ბოლო მოუღო.